|
2016-11-07 16:40:36, 631 ნახვა
სამხედრო
ვახტანგ მაისაია: საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ვერც მიზანი გავიგე და ვერც ავანჩავანი
„ჩვენთან არ არის ჩამოყალიბებული, თუ როგორი ტიპის შეიარაღებულ ძალებს ვაშენებთ და რა ტიპის საომარი მოქმედებებითვის გვჭირდება“, - ამის შესახებ ექსპერტმა სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიამ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც თავდაცვის სამინისტრო ჯარში სავალდებულო გაწვევას აღადგენს. „ჩვენ კონცეპტუალურ დონეზე ვერ გაგვიაზრებია რა გვინდა, რომ ამ ეტაპზე შევქმნათ. არც თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება მომეწონა, როდესაც წვევამდელების გაწვევა შეაჩერა. შეიარაღებულ ძალებში ასეა თუ ისე, მომზადებული კადრების ელემენტები არსებობდა, იმიტომ რომ ჩვენი ახალწვეულები შედარებით ნორმალურ პირობებში გადიოდნენ მომზადებას. შეიარაღებულ ძალებზეა საუბარი და არა ძალოვან სტრუქტურებში, იქ ფაქტიურად უკვე ხდებოდა ძირითადად საყარაულო და ფიზიკური დაცვის ამოცანების შესრულება, რაც სპეციფიკიდან გამომდინარე ასე ხდებოდა. ყველაზე მეტი გაწვევის პროცენტი იყო ძალოვან სტრუქტურებში და არა შეიარაღებულ ძალებში. ამიტომ გაწვევასაც ჰქონდა, ვიტყოდი ერთგვარი ნაკლოვანებები თავისთავად ცხადია. გაწვეულების ხარჯზე აქტიური რეზერვის შექმნაზე ფაქტიურად ლაპარაკიც ზედმეტი იქნებოდა“,-განაცხადა მაისაიამ. ექსპერტის შეფასებით, ქვეყანას ამ მიმართულებით ნამდვილი პროფესიონალები აკლია. „ჩვენ გვაკლია ნამდვილი პროფესიონალები და შესაბამისად ეს ჩანს კიდევაც, იგივე განცხადებიდან, რომ საზღვაო სამხედრო ძალების არსებობა თურმე არ შეიძლება. ჩვენ ვართ ზღვის სახელმწიფო, 206 კილომეტრში ჩვენ გვაქვს თუნდაც იგივე საზღვაო პერიმეტრი, 206 კილომეტრით ვემიჯნებით შავ ზღვას. ამ შემთხვევაში როდესაც ფაქტიურად აფხაზეთის ე.წ. დეფაქტო რესპუბლიკას ჰყავს შეიარაღებული საზღვაო კომპონენტი ისინი ასე ვთქვათ უფრო ეფექტურად აკონტროლებენ თავიანთ აკვატორიას. შესაბამისად, ჩვენ ამ კუთხით ჩამოვრჩებით იგივე თუნდაც დე-ფაქტო აფხაზეთის შეიარაღებული ძალების, ეს არის ცოტა ანომალიური და კურიოზული სიტუაცია. არ ვიცი, საერთოდ დღევანდელი შეიარაღებულ ძალებს და დღევანდელ სამხედრო თავდაცვის პოლიტიკაზე რაიმე კომენტარის გაკეთება შეიძლება თუ არა, მე მაგალითად ძალიან მიჭირს, მიუხედავად იმისა რომ მე ვარ სამხედრო დოქტორი და მეტი ბექრაუნდი გამაჩნია, ვიდრე სხვებს , რომლებიც ამ მიმართულებით მოღვაწეობენ. არ ვეხები იმ ნამდვილ გენერლებს, რომლებიც ჩვენ გვყავს - გურამ ნიკოლეიშვილი, დავით თევზაძე, კობა კობალაძე და ა.შ. ვახტანგ კაპანაძეც ბუნებრივია, ამ კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ ბატონ კაპანაძეს არ გააჩნია იმ აღსრულების მექანიზმი. ის დაქვემდებარებულია თავდაცვის მინისტრზე და მას არ შეუძლია დამოუკიდებლად იმოქმედოს. ბატონ ვახტანგს, რომ მიეცეს საშუალება, რომ დამოუკიდებლად იმოქმედოს გაცილებით უფრო ეფექტური, საინტერესო შედეგს მივიღებდით ვიდრე დღევანდელ დღეს ჩვენ გვაქვს. სამწუხაროდ ეს არის რეალობა, ამიტომ მე დღეს საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ვერც ტაქტიკა გავიგე, ვერც მიზანი გავიგე და ვერც ავანჩავანს ვერ ვიგებ“,-განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)