2015-01-11 16:33:47, 394 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორემ მრევლს დავით წინასწარმეტყველის დღე მიულოცა
სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს დავით წინასწარმეტყველის დღე მიულოცა.
„დღეს, ჩვენ დავით წინასწარმეტყველს შევთხოვოთ, რომ საქართველოს შემწე და მფარველი იყოს. დავით მეფემ მოგვანიჭს ჩვენ მადლი და ძალა, რომ ხილული და უხილავი მტერი დავამარცხოთ. შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს მეფე დავითის ძლევამოსილი ძალა, მადლი, რომელიც მას ღმერთმა უბოძა“, – მიმართა მრევლს ილია მეორემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან