|
2016-11-07 12:08:10, 2231 ნახვა
მსოფლიო
ოდესის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე თანამდებობიდან გადადგა
ოდესის ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი გია ლორთქიფანიძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ლორთქიფანიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. გია ლორთქიფანიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე იყო. ის ამ პოზიციაზე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მუშაობდა. გია ლორთქიფანიძეს 2011 წლის 26 მაისის საქმეზე წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დარბევა და მათი მასობრივი დაკავება, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ბრძანებით, მის მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს დაევალა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)