04:37 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 10:58:08, 667 ნახვა

სამხედრო
ჯონ ნიკოლსონი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის

საქართველოში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდალი  გენერალი ჯონ ნიკოლსონი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გენერალი ნიკოლსონი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან მედიისთვის განცხადება გააკეთა.

ნიკოლსონმა საქართველოს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რაც მას საერთაშორისო უსაფრთხოების მისიაში შეაქვს.

„ვაფასებთ ქართველი ჯარისკაცებით წარმოდგენილი კონტინგენტის ღვაწლს. იმედი გავქვს, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც  გაგრძელდება“,-განაცხადა ნიკოლსონმა.

მისივე განმარტებით, ნატო  მხარს უჭერს  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამასთან, გენერალმა ნიკოლსონმა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით,  ნატო-ს ბევრი მოკავშირე ქვეყანა  სწორედ შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ამიტომ  მისი უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ნიკოლსონი ამბობს, რომ ამ მიმართულებით სტრატეგია უკვე შემუშავებულია.

თავის ამჟამინდელ პოზიციამდე გენერალ ჯონ ნიკოლსონს  ეკავა ნატო-ს  მოკავშირე სახმელეთო ძალების  სარდლის  თანამდებობა იზმირში, იგი მსახურობდა ავღანეთში  და იყო აშშ-ის გაერთიანებული  შტაბის პაკისტან-ავღანეთის საკოორდინაციო ჯგუფის დირექტორი.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ გენერალ ჯონ ნიკოლსონის ვიზიტი საქართველო-ამერიკის  ორმხრივი ურთიერთობის  მნიშვნელობას ადასტურებს.  და რომ, ეს ვიზიტი არის აშშ-ის ვალდებულების კიდევ ერთი მაგალითი,  გაზარდოს უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics