03:38 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 10:58:50, 525 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი: ეს საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებია

„ეს არის საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები“,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა  ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის არმიის მასშტაბურ წვრთნებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი  ყველაფერს აკეთებს, რომ არ შესრულოს ძალის გამოუყენებლობის  ვალდებულება.
„ ეს არის საქართველოს ტერიტორიების, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. რუსეთი არღვევს ყველა ხელშეკრულებას, რომელიც მას მოუწერია, ეს არის 2008 წლის ხელშეკრულება. რუსეთი ყველაფერს აკეთებს , რომ არ შეასრულოს ძალის გამოუყენებლობის სამართლებრივი ვალდებულება“,-განაცხადა ბერუჩაშვილმა.
ცნობისთვის, ოკუპირებ სამხრეთ ოსეთში რუსეთის არმიამ გუშინ, ე.წ. ხელშეკრულების გაფრომების შემდეგ, მასშტაბური წვრთნები დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics