09:07 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-06 14:04:06, 989 ნახვა

სხვადასხვა
კომპანია "ალგანის" მხრიდნ ძაღლის წამებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა

მოქალაქე ანა აბაკელიამ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გაავრცელა, ვიდეო სადაც ცანს როგორ ურტყამს მამაკაცი მიუსაფარ ძაღლს ხელკეტს. ძაღლი გაქცევას ცდილობს თუმცა კუთხეშია მიმწყვდეული.აბაკელიამ ვრცლად ისაუბრა, მომხდარ ფაქტზე.

" ვარკეთილში სუხიშვილის ქუჩაზე სუპერმარკეტ GL-ის დაცვის თანამშრომელმა, სასტიკად იძალადა კარებთან მწოლიარე უპატრონო ძაღლზე!
საბედნიეროდ მოვასწარი ფაქტის დაფიქსირება, ეს ვიდეო მხოლოდ მონაკვეთია იმ საშინელი წამების რაც რეალურად მოხდა იმ დროს. იმდენად ძალადობდა ძაღლზე და კუთხეში მომწყვდეულს სასტიკად ურტყამდა ჯოხს, რომ საცოდავმა ცხოველმა შიშისგან ჩაიფსა, მაშინაც არ მოეშვა და არ გაჩერდა.
თავისთავად ჩავერიე, რომ შემეჩერებინა ეს საშინელება! მივიღე აგრესია მისგან, დამცირება, ლამის მეც მომიტრიალა ის ჯოხი და აქანდაზი რითაც ძაღლს სცემდა. იძულებული გავხდი, გამომეძახა პირველ რიგში Tbilisi City Hall's Shelter for Animals – ცხოველთა მონიტორინგის სამსახური და იქიდან გამომდინარე რომ ეს ადამიანი იყო ალგანის დაცვის სამსახურის თანამშრომელი, გავაკეთე გამოძახება და გამოვიძახე მათი ოპერატიული თანამშრომლები. თუმცა გასაოგნებელი ის იყო, რომ ალგანის წარმომადგენლები ძალიან დამცინავად და აგრესიულად განეწყვნენ ჩემს მიმართ და მითხრეს რომ მონიტორინგი არ უნდა გამომეძახა, აგრეთვე აგრესია წამოვიდა ჯიელის კონსულტანტების უმეტესი ნაწილისგან, იცავდნენ თავიანთ თანამშრომელს და ჩემსკენ თითს იშვერდნენ, რომ მოცლილი ვარ და ძაღლის გამო როგორ ავტეხე ამხელა ამბავი. ალგანის თამაშმრომლებს ვაჩვენე ვიდეო, თუმცა იმის მაგივრად რომ მიეღოთ ზომები, უარესად დაძაბეს სიტუაცია და კიდევ კარგი ამ დროს მოვიდა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 2 ეკიპაჟი. ჩემს გვერდით იმ სიტუაციაში იყო მხოლოდ ეს სააგენტო და აბსოლიტურად ყველა გვესხმოდა თავს. იყო საშინელი რეპლიკები ჩემს მიმართაც და სააგენტოს მიმართაც, ეკიპაჟის წევრები ცდილობდნენ აეხსნათ ამ ბრბოსთვის, რომ ძალადობა საჭირო არ იყო და შეეძლოთ უბრალოდ გამოეძახათ მათი სამსახური, თუმცა სიტუაცია იმდენად დაიძაბა და გახდა პრაქტიკულად უმართავი, რომ საჭირო გახდა საპატრულო პოლიციიის გამოძახება. მანამდე სააგენტოს თანამშრომლებმა ჩასვეს საწყალი ძაღლი მანქანაში და თვითონ ცდილობდნენ მოსახლეობასთან გამკლავებას, თუმცა უშედეგოდ. პატრულის გამოჩენამ შეცვალა სიტუაცია, შედარებით დააშოშმინა ხალხი, უკვე ალგანის თანამშრომლებმაც უკან დაიხიეს. სუპერმარკეტის თანამშრომლები კატეგორიულად იძახდნენ რომ არანაირი ცემის ფაქტი არ მომხდარა და თითონ ის მოძალადე თანამშრომელიც უარყოფდა, მაშინვე ვაჩვენე ეს ვიდეო პატრულს, რა დროსაც მიიღეს ზომები, მომენტარულად ამოიღეს ვიდეო ჩანაწერის სრული ვერსია და საქმე მისცეს ძიებაში!!!! მე ჩამომართვეს ახსნა განმარტება, ველოდებით სავარაუდოდ სასამართლო პროცესს. ბოლომდე მივიყვან ამ საქმეს! ამ სისასტიკეს, რომელსაც ირგვლივ უამრავი ადამიანი შეესწრო ასე არ შევარჩენ. იმდენად დაისტრესა ხალხი, ზოგმა პური გადმოუგდო ძაღლს და ზოგმა ძვალი გამოუტანა. ამ საშინელებას შეესწრნენ არასრულწლოვანი ბავშვებიც. იმედი მაქვს რომ მოხდება შესაბამისი რეაგირება ამ ქმედებაზე. " - აცხადებს ანა აბაკელია.

ინციდენტს გამოეხმაურა დაცვის კომპანია "ალგანი" რომლის განცხადებაში მომხდარი ფაქტი დაგმობილია.

"კომპანია ალაგანი გმობს ყველა სახის ძალადობას, ამ ადამიანს მოუწევს პასუხი აგოს თავისი საქციელისთვის და აუცილებლად განთავისუფლებული იქნება სამსახურიდან. ძალიან ვწუხვართ და ბოდიშს ვიხდით, რომ ესეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი" -ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics