16:47 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-04 15:24:52, 959 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვახტანგ ყოლბაია: ორპალატიან პარლამენტზე მსჯელობა 1995 წლიდან მომდინარეობს

„ორპალატიან პარლამენტზე მსჯელობა 1995 წლიდან მომდინარეობს”, - ამის შესახებ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა.

ყოლბაია კონსტიტუციაში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ძირითადად აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიებიდან დეპუტაციის წარმოდგენისა და საქართველოს პარლამენტში ორპალატიანი სისტემის შექმნის შესახებ პოლიტიკოსების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ კომენტარებს გამოეხმაურა:

„ორპალატიან პარლამენტზე მსჯელობა 1995 წლიდან მომდინარეობს.  ყოველი საპარლამენტო არჩევნების  შემდეგ აქტიურდება საუბარი ორპალატიანი პარლამენტის მოდელის შემოღების შესახებ. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა (ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ) და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი. პრაქტიკულად ეს გახლავთ გაყინული მუხლი, რომელიც ასახავს რეალობას,  რომლის იქით სხვა გზას ვერ ვხედავთ.  შეიძლება თუ არა ამ ჩანაწერის უფრო ქმედითი მუხლით ჩანაცვლება, რომელიც შექმნიდა შესაბამის გარემოს ორპალატიანი პარლამენტის ჩამოყალიბებისთვის და გზას გაგვიხსნიდა ახალი მოქმედებისკენ.   ვფიქრობ, კონსტიტუციის  ახალი რედაქციის პირობებში ეს შესაძლებელია.

პასუხი კითხვაზე, თუ   რამდენად  ვართ  მზად დღეს ჩვენ  ორპალატიანი მმართველობის შემოღებისთვის?  არის თუ არა ჩვენი ქვეყანა მზად ასეთი ფუფუნებისთვის (ორპალატიანი პარლამენტი ძალიან ძვირი უჯდება ქვეყანას). ცნობილია, რომ ერთპალატიან პარლამენტში კანონშემოქმედებითი საქმიანობა უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ორპალატიანში. ქვეყანას, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები აქვს გასტარებელი და ახალი კანონები სწრაფად მისაღები მოსახლეობის ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, რამდენად წაადგება ქვეყანას.  მაგრამ ხელების ჩამოშვებაც არ შეიძლება. სიახლე და წინსვლა საპარლამენტო ცხოვრებაში მისი მმართველობის განსამტკიცებლად აუცილებელია. ვფიქრობ,  ეს საკითხები შემდგომი მსჯელობის და  აზრთა შეჯერების საკითხია. არჩეული პარლამენტი მალე შეუდგება მუშაობას. ცნობილია ისიც, რომ ჩამოყალიბდება საკონსტიტუციო კომისია, რომელიც  ჩვენი კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე იმუშავებს. დარწმუნებული  ვარ, მსჯელობა იქნება გახსნილი და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.  ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, ვიმუშავებთ ამ საკითხებზე და საკონსტიტუციო კომისიას მივაწვდით  წინადადებებს, რომელზეც, ვფიქრობ, ღირს კონსტრუქციული მსჯელობა და კამათი საუკეთესო შედეგის მისაღწევად. დავამატებ იმასაც, რომ თუ კონსტიტუციის მე-4 მუხლი ახალ რედაქციას დაექვემდებარება, აქ  ალბათ თანაბრად უნდა იყოს შერწყმული სოხუმისა და ცხინვალის ინტერესებიც. ჩვენი მომავალი ერთობა, რომელზეც გამუდმებით ვლაპარაკობთ, ბუნებრივია, საქართველოს კონსტიტუციაშიც უნდა იყოს ასახული. მაგრამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
ერთი პირი სტუმრად ყოფნისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ორმა მამაკაცმა ცხედარი ტყეში დამალეს და მიიმალნენ
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics