|
2016-11-04 15:24:23, 1671 ნახვა
სამართალი
სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ქველაძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ქველაძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიორგი ქველაძე დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის ჩადენაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 11:30 საათზე, ქ.თბილისში, ნუცუბიძის ქუჩა N26ა კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გიორგი ქველაძემ განზრახ მოკვლის მიზნით, ირაკლი ღლონტს დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ირაკლი ღლონტი მიღებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გიორგი ქველაძე იმავე დღეს, ქ. თბილისში, დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ქველაძე სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ქველაძე წარსულში გასამართლებულია ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)