19:28 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-03 22:59:40, 686 ნახვა

სპეციალური ანონსი
4 ნოემბრის სპეციალური ანონსი

4 ნოემბერს, 10:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში Mercedes-Benz Fashionweek-ის კვირეულის მთავარი ღონისძიება ”Fashiontalk” გაიმართება.

4 ნოემბერს 11:00 სთ-ზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, შპს ,,ჯეოკონცენტრატის" თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელ საწარმოს გახსნის.
მისამართი: გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-2 კმ; (კარალეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება)
საკონტაქტო: ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 50 26 19

4 ნოემბერს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ვეფხისტყაოსანი და მისი ადგილი მსოფლიო მწერლობაში. თანამედროვე ინტერპრეტაციები“ გაიხსნება.
მის.: მაყაშვილის ქ. #32/34, სასტუმრო „ბეტსის“ საკონფერენციო დარბაზი

4 ნოემბერს, 11:00 საათზე, ნუცუბიძის ქუჩის N46 კორპუსის შიდა ეზოში საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე სტუდენტების მიერ დაპროექტებულ სკვერს გახსნის. 
მის.: ნუცუბიძის ქ. N46-ე კორპუსის შიდა ეზო, (მისასვლელი არის ნუცუბიძის ქუჩიდან და ზაქარიაძის ქუჩიდანაც)
საკონტაქტო პირი ნინო გულბათაშვილი - 595169163

4 ნოემბერს, 11:00 საათზე, ”დინამო არენაზე” ირაკლი მეძმარიაშვილი ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. 

4 ნოემბერს, 11:00 საათზე, "არპიელ" (RPL) - ორსულობის ჩვეული შეწყვეტის პრობლემის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საერთაშორისო სათანამშრომლო ცენტრის გახსნის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.
მის.: ლუბლიანას ქ. #2/6, I სართული "ზ. საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა". 
საკონტაქტო ტელ: 599509110

4 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ამბასადორში“ მინიმალური ხელფასის პოლიტიკის ანალიზის შედეგებზე კონფერენცია გაიმართება, რომლის მუშაობაშიც პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიღებენ მონაწილეობას. 

4 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის გუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს დაათვალიერებს.
მის.: გუდამაყრისა და ჩარგლის ქუჩების კვეთა
საკონტაქტო პირი ლაშა ჩხიკვიშვილი - 577 555 488

4 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ხელს მოაწერს მემორანდუმს Microsoft-თან, რომელიც საქართველოს სკოლებში სწავლა-სწავლების პრაქტიკების მხარდასაჭერად Wi-Fi ტექნოლოგიის დანერგვის კუთხით თანამშრომლობას ეხება.
მის.: უზნაძის ქ. #52

4 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი ვერეს ხეობაში, გაზაფხულზე დარგული ხე-მცენარეების ჩანაცვლების სამუშაოებს დაესწრება.
საკონტაქტო პირი რიტა ყაველაშვილი - 577 733 182

4 ნოემბერს, 12:00 საათზე, ,,ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მე-9 პლენარული სესიის დასრულებასთან დაკავშირებით ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. 
მის: შოთა რუსთაველის გამზ. #29, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი“

4 ნოემბერს, 14:00 საათზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ბრიფინგს გამართავს.
თემა: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის წარდგენა.
მის: ქეთევან დედოფლის ქ. #96
საკონტაქტო პირი რუსუდან შამუგია - 577 47 99 99

4 ნოემბერს, 15:00 საათზე, კომპანია “BP საქართველო“-ს ოფისთან პროფესიული კავშირის “Pipeline Union”-ის წარმომადგენლები, პროფესიული კავშირების გაერთიანების სხვა წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად საპროტესტო აქციას გამართავენ. 
მის: ცინცაძის ქ. #24

4 ნოემბერს, 15:00 საათზე, შპს ”მაგთიკომის“ და შპს „დელტაკომმის“ ერთობლივი განცხადების საფუძველზე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე საჯარო სხდომა გაიმართება.

4 ნოემბერს, 17:00 საათზე "ბრიტიშ პეტროლიუმის" ოფისთან "თბილისის სოლიდარობის ქსელი" საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ზვარეში, ჩინელი ინვესტორების მიერ ადგილობრივი მოსახლეობისა და მუშების ცემის ფაქტს აპროტესტებენ. სხვა მოთხოვნებთან ერთად ორგანიზაციები სახელმწიფოს მხრიდან სწრაფ რეაგირებას ითხოვენ. აქციას უერთდება რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი, პროფესიულ რკინიგზელთა კლუბი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - (EMC), European.ge, საქართველოს მედიის პროფკავშირი, ნავთობის პროფკავშირი, თეთრი ხმაურის მოძრაობა, სახელოსნო Praxis, ირიბი მოქმედების კიბერთეატრი, ახალგაზრდა მწვანეები, მწვანე მუშტი და აუდიტორია #115.
აქციის მონაწილეები მსვლელობით გადაინაცვლებენ საქართველოს რკინიგზასთან.
მის: ს.ცინცაძის 24-ში.

4 ნოემბერს, 18:00 საათზე, ახალ "მზიურში“ ელექტრონული წიგნების სახლი ”საბა“ და ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" ხმოვანი წიგნების პირველ ქართულ აპლიკაციას წარუდგენენ საზოგადოებას.

4 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენის - „მოკალი ბუდა!” გაიხსნება.
მის: სიონის ქ. #8; თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics