2016-11-03 11:58:38, 1781 ნახვა
სამართალი
შსს-მ სოფელ ზვარეში რამდენიმე მუშის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ხარაგაულის რაიონ სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგების მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე მუშის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსს-ის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის „23 ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს. პროფკავშირების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. დაშავებული მუშები ხარაგაულის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშრების წარმომადგენელ ილია ლეჟავას განცხადებით, კიდევ ორი დაშავებული მუშა საავადმყოფოში დილით გადაიყვანეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან