19:20 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 23:52:00, 533 ნახვა

სპეციალური ანონსი
3 ნოემბრის სპეციალური ანონსი

3 ნოემბერს, 09:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

3 ნოემბერს, 10:00 სათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილ ისაერთაშორისო კონფერენციას გახსნის, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროპის კავშირის ინიციატივის „ევროკავშირის ბიზნესისთვის“ მიერაა ორგანიზებული. 
მის.: ვარდების მოედანი #1

3 ნოემბერს 10:00 საათზე, "ფაბრიკას" საკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართება. 
თემა: "ესტონური დღეები საქართველოში".
მის: ნინოშვილის N8
საკონტაქტო პირი მაშო სამადაშვილი -577 72 20 16

3 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ალექსანდრე ელისაშვილი ურბანული იდეების ლაბორატორიის დირექტორ გიორგი ბაბუნაშვილთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: მეტრო „ახმეტელის“ მეორე ამოსასვლელის დასრულების პროექტის აუცილებლობა. 
მის.: თავისუფლების N2

3 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, დევნილებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცემათ.
მის: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი #68
საკონტაქტო ტელ: 231 15 98

3 ნოემბერს 11:00 საათზე სამგორის რაიონში 220 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგვება. გამწვანების აქციაში თბილისის მერი დავით ნარმანია ჩაერთვება. 
მის.: ვარკეთილი, ჯავახეთის ქუჩა, მე-4 მ/რ.; #406ა კორპუსის მიმდებარე გზის გამყოფი ზოლი. 
საკონტაქტო პირი ლილე ხმალაძე - 599 27 06 46 

3 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო ”რუმსში” ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გაიმართება, რომელზეც Mercedes-Benz Fashion week-ის ორგანიზატორი სოფო ჭყონია, სპეციალურ სტუმრებთან ერთად Mercedes-Benz Fashion week-ის ახალი სეზონის გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრებს.

3 ნოემბერს, 11:00 საათზე, “პრაიმ-ტაიმის” პრეს-კლუბში, გაერთიანება "საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" საგანგებო ბრიფინგს გამართავს. 
საკონტაქტო პირები: ნინო ბურჭულაძე - 551191155 , ირაკლი მამალაძე - 577100202

3 ნოემბერი, 11:00 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ზურაბ ჭიაბერაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება. 

3 ნოემბერს, 13:00 საათზე, ,,თავისუფალი დემოკრატები" თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის განხილვას სრული შემადგენლობით დაესწრებიან. 
საკონტაქტო პირი ინგა სამხარაძე - 593 32 99 91

3 ნოემბერს, 14:00 საათზე, ტექნოპარკში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უნიკალური ინკლუზიური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. 

3 ნოემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო "რუმს ჰოტელში" ცნობილი ბრიტანელი ფოტოხელოვანი ბრაიან გრიფინი პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის მასტერკლას სგამართავს.

3 ნოემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო “Holiday Inn”-ში არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ “ჰერას” ორგანიზებით და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება “ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეულის” ფარგლებში დაგეგმილი პრესკონფერენცია “საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად” 
საკონტაქტო პირი ნინო მამუკაშვილი - 595 95 61 03, მარიკა დავითულიანი - 599 25 71 72

3 ნოემბერს, 17:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში, თბილისის მერიის“კულტურული ღონისძიებების ცენტრის” ორგანიზებით, გაიმართება წიგნის - „თავისუფალი თეატრალური პროექტები“ პრეზენტაცია.
მის.: რუსთაველის გამზ. #8

3 ნოემბერს, 17:00 საათზე, ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ ცენტრ „სილიკონ ველი თბილისში“ გაიმართება ბიზნეს WorkShop, თემაზე „მართვის სტანდარტები და გაყიდვების ხელოვნება თანამედროვე სამყაროში“. ვორკშოპს გახსნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. 
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #82, (ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი)


3 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასთინ მაქენზი სმიტი სოფიკო ქაცარავას საქართველოს და ბრიტანეთს შორის ურთიერთობების, განსაკუთრებით კი საგანმანათლებლო ურთიერთობების გასაღრმავებლად გაწეული სამსახურისთვის დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენს (MBE) გადასცემს.

3 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გოგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენა გაიხსნება.
მის.: რუსთაველის გამზ. #11





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics