|
2015-03-19 17:44:51, 593 ნახვა
პოლიტიკა
რუმინეთი რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. „ხელშეკრულებას“ არ აღიარებს
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. „ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის სოკუპაციო რეჟიმს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” არ აღიარებს. ამასთან, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აღიარებს იმ სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის საფუძველზეც ხელი მოეწერა ამ ე.წ. „ხელშეკრულებას“ და ხაზს უსვამს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონები საქართველოს შემადგენელი ნაწილებია, არც ერთი ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციასა და რომელიმე სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის არ შეიძლება კანონიერად აღიარებული იქნეს. „რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ამ ე.წ. „ხელშეკრულების“ ხელმოწერა დამატებით რისკებს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას და იწვევს დესტაბილიზაციას. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოში არსებული გაჭინაურებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - ნათქვამია რუმინეთის საგარეო უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის სოკუპაციო რეჟიმს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” ე.წ. ხელშეკრულებას 18 მარტს ქ. მოსკოვში მოეწერა ხელი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)