01:25 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-31 18:58:24, 1065 ნახვა

პოლიტიკა
ანი მიროტაძე: 115 მანდატი ნიშნავს, რომ „ოცნება“ გააკეთებს იმას, რასაც საჭიროდ ჩათვლის

"ქართულ ოცნებას" ექნება 115 მანდატი, რაც ნიშნავს, იმას, რომ ისინი გააკეთებენ და გაიტანენ ყველაფერს რასაც საჭიროდ ჩათვლიან, - ამის შესახებ "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა.

ანი მიროტაძეს თქმით, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე საკონსტიტუციო უმრავლესობა სამრთხის შემცველია.

"საკონსტიტუციო უმრავლესობა გულისხმობს ამ შემთხვევაში 115 მანდატს. ეს რა თქმა უნდა საფრთხის შემცველი არის ზოგადად პრაქტიკიდან გამომდინარე. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის ანუ 119 მანდატის მქონე "ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს ძალიან ბევრი დაუშავა და 2008-2012 წლის პერიოდში საქართველოში ძალიან ბევრი ცუდი რამ მოხდა, დაწყებული აგვისტოს ომით, საკონსტიტუციო ცვლილებებით და დასრულებული ციხეების ამბებით, დაშინებებით  და ა.შ.", - განაცხადა მიროტაძემ.

მისივე ვარაუდით, ერთი პოლიტიკური ძალა გონივრულ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს. 

"მე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, როგორი გონიერიც არ უნდა იყოს ის, იმდენად გონივრულად იმოქმედოს და მისი გადაწყვეტილებები სწორი იყოს, რომ აბსოლუტურად ასახოს გამოწვევები. ასევე ამ ხელისუფლებამ იმ ცდუნებას უნდა გაუძლოს, რომელიც ძალაუფლების ფლობის შემთხვევაში ემართება ხოლმე ხელისუფლებებს და პოლიტიკურ ძალებს", - აღნიშნა მიროტაძემ.

როგორც მიროტაძემ აღნიშნა, ხელისუფლების ქმედებები ქვეყნის წარმატებაზე აისახება.

"მე ვისურვებდი, რომ მათ გაეძლოთ ამ ცდუნებისთვის, იმიტომ, რომ ის ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩემი ქვეყნის წარმატება/წარუმატებლობაზე. მე ვარ იმ ადამიანთა შორის, ვინც ფიქრობს, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ერთი კონკრეტული ძალის ხელში არის საფრთხის შემცველი", - განაცხადა ანი მიროტაძემ.   

"ეროვნული ფორუმის" წევრმა აღნიშნა, რომ მეორე ტური იყო ზუსტად ისეთივე, როგორიც პირველი ტური. 

"გამოყენებული იყო მთელი სახელისუფლო რესურსი, დაწყებული სოციალური დახმარების კომპონენტიდან დასრულებული დასაქმებულების დაშინება-დაშანტაჟებებით მთელი ქვეყნის მასშტაბით. სრულად აამუშავა საკუთარი რესურსი, გამოიყენა სახელისუფლო მანქანა, ამას დაუმატა ფინანსური რესურსი და მივიღეთ ის შედეგი რაც დღესაა", - განაცხადა მიროტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics