|
2015-03-19 16:49:22, 601 ნახვა
პოლიტიკა
ნორვეგია მოსკოვის და ცხინვალის რეგიონს შორის მიღებულ შეთანხმებას არ აღიარებს
ნორვეგია რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის მიღებულ შეთანხმებას არ აღიარებს. ამის შესახებ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორგე ბრენდემ განაცხადა. როგორც ბრენდემ განაცხადა, შეთანხმება საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს. „ის რომ რუსეთი მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებებს აწერს ხელს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან, სასიკეთო გავლენას არ ახდენს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარების მცდელობებზე. შეთანხმება არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ, მკაცრად ვემიჯნები რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორია - ცხინვალის რეგიონს შორის მიღებულ შეთანხმებას. შეთანხმებას მოსკოვში ხელი მოეწერა ჟენევაში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად. დღევანელი შეთანხმება სამწუხაროდ აუფასურებს იმ სამუშაოებს, რომლებიც საქართველოსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კონფლიქტთან დაკავშირებული ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების მიმართულებით იქნა გაწეული", - განაცხადა ბორგე ბრენდემ. ამასთან, ნორვეგია რუსეთს მოუწოდებს, 2008 წლის 12 აგვისტოსა და 2008 წლის 8 სექტემბრის შეთანხმებების პირობები შეასრულოს. „რუსეთმა ბათილად უნდა სცნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან. ნორვეგია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", -განაცხადა ბორგე ბრენდემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)