|
2016-10-31 16:42:24, 1034 ნახვა
პოლიტიკა
საერთაშორისო დამკვირვებლები: საკანონმდებლო ჩარჩოში არსებული ნაკლოვანებების მიუხედავად, კენჭისყრას დადებითად ვაფასებთ
„არჩევნების მეორე ტური კონკურენტულ გარემოში გაიმართა, სადაც კანდიდატების და ამომრჩევლების უფლებები დაცული იყო“, - ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. როგორც ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა იგნასიო სანჩეს ამორიმ აღნიშნა, საპარალამენტო არჩევნების მეორე ტურით ხელახლა დადასტურდა, რომ 2016 წლის არჩევნებში კანდიდატებს კამპანიის თავისუფლად განხორციელება, ხოლო ამომრჩევლებს თავიანთი არჩევანის შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება შეეძლოთ. „კანონში არასრულყოფილად არის მოწესრიგებული მეორე ტურში ხმის მიცემის პროცესი და ყურადღება უნდა მიექცეს სამართლებრივი გამოძიების, ასევე გასაჩივრების პროცედურებს, თუმცა ჩემთვის სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ კენჭისყრის დღემ მშვიდ და პროფესიონალურ გარემოში ჩაიარა“,-განაცხადა ამორიმ. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში, პოლიტიკურ დისკუსიებში ოპოზიციური პარტიების მიერ პირველი ტურის შედეგების გაპროტესტება დომინირებდა. მათივე თქმით, საარჩევნო დავების გამოძიების და სასამართლოში განხილვის დროს გამჭვირვალობის პრინციპი და ეფექტური სამართლებრივი გამოყენების უფლება ხშირად არ იყო დაცული. ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის გომესის შეფასებით, მეორე ტურში სასწორზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები დაიდო. „მეორე ტურში სასწორზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები დაიდო, რამდენადაც მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ცდილობდა. არჩევნების წინასწარი შედეგებით ჩანს, რომ ეს მიღწეული იქნა. შესაბამისად განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უმრავლესობას ეკისრება. მან უფლებამოსილება ქვეყნის სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს და არა პოლიტიკური შურისძიებისთვის. ძალთა ბალანსის პრინციპის უზრუნველყოფა ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის, ასევე უმრავლესობის და ოპოზიციის დემოკრატიული როლების პატივისცემა, უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ანა გომესმა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის, ემანუელის ზინგერისის განცხადებით, ზოგიერთი კანდიდატის მიერ კანდიდატურის მოხსნა პირველ და მეორე ტურებს შორის სერიოზული საკითხია და სიღრმისეულად უნდა გაანალიზდეს, თუ რა მოტივით შეწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობა. საპარალამენტო არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კელჩევსკიმ. კელჩევსკის შეფასებით, მეორე ტურთან დაკავშირებით საკანონმდებლო ჩარჩო არასრულყოფილი იყო, რამაც პროცესზე ზეგავლენა მოახდინა. „შესაძლებელი და აუცილებელია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა, რათა კანონსა და პრაქტიკაში დარჩენილი გამოწვევები დაძლეული იქნას და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი მზად არის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ პროცესში დაეხმაროს“,-განაცხადა კელჩევსკიმ. ცნობისთვის, 30 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით 111 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის 41 158 წარმომადგენელი, 55 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების 1661 დამკვირვებელი და 184 მედია ორგანიზაციის 5 866 წარმომადგენელი იყო დარეგისტრირებული.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)