|
2016-10-31 16:11:46, 711 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატებზე ჯერ არ გვიმსჯელია
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძეს განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მის შესაძლო დანიშნვასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. როგორც კობახიძემ განმარტა, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გუნდში მსჯელობის შემდეგ იქნება მიღებული. "ჩვენ თანამდებობებზე ნამდვილად ჯერ არ გვიმსჯელია და თანამდებობები ამ შემთხვევაში არ იყო მნიშვნელოვანი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ნებისმიერი თანამდებობა ეს არის საშუალება იმისა, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები სწორედ ქვეყნის და ხალხის სასიკეთოდ მივიღოთ. თავმჯდომარის კანდიდატებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. რა თქმა უნდა ჩვენ შევიკრიბებით, გვექნება კონსულტაციები და განხილვა, იმისთვის, რომ ყველასთვის სასურველი და მისაღები კანდიდატი პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს, რომელიც ძალიან საპასუხისმგებლო პოსტს ღირსეულად წარუძღვება. ის არის ქვეყანაში ფაქტობრივად მეორე პირი. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობა, ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ ხალხის წარმომადგენელი და ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები გაკისრია", - განაცხადა კობახიძემ. რაც შეეხება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარედ შესაძლო დანიშნვას, მანანა კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მისი კანდიდატურა ისევე, როგორც სხვების, დასახელებული ჯერჯერობით არ არის. "რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, ჯერჯერობით არც მისი კანდიდატურა დასახელებულა. ჯერ თავს შევიკავებ შესაძლო კადიდატების შეფასებებისგან. იმას ვიტყვი, რომ ჩვენ გუნდში არიან ძალიან ღირსეული ადამიანები, როგორც ახალი სახეები, ასევე გუნდის ძველი წევრები, რომლებსაც შეუძლიათ პარლამენტში ამა თუ იმ თანამდებობას ძალიან კარგად წარუძღვნენ. ჩვენი გუნდი კონკურენტუნარიანია და არ იქნება პრობლემა მოვძებნოთ საუკეთესო თავმჯდომარ,ე საუკეთესო სპიკერებიც და შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებიც. ბატონი ირაკლი შემიძლია დავახასიათო როგორც ახალგაზრდა, რომელსაც გუნდში ძალიან დიდი ნდობა აქვს და ძალიან იმედისმომცემია მისი პოლიტიკური აქტიურობა, ამიტომ მისი საპარლამენტო საქმიანობა საინტერესო იქნება, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ არ მიღებულა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)