17:03 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-31 12:19:48, 753 ნახვა

პოლიტიკა
ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში 195 საჩივარია რეგისტრირებული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას ინფორმაციით, 30 ოქტომბერს არსებული მონაცემების მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიებში  სულ 195 საჩივარია რეგისტრირებული.

 “რა თქმა უნდა, საჩივრების რეგისტრაციის ვადა კიდევ არის კანომდებლობით დადგენილი წესით, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ საჩივრების უმეტესობა შეეხება ტექნიკურ პროცედურულ საკითხებს და უფრო მეტიც, მათი ძალიან დიდი უმრავლესობა გახლავთ დისციპლინარული პასუხიმგებლობის ზომები. მნიშვნელოვანია ასევე, რომ საჩივრების განხილვის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, კანონშესაბამისად და ყველა პროცესის დასრულების შემდეგ არაუგვიანეს მე-11 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიები მაჟორიტარულ ოლქებში შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს, ხოლო ცესკო არაუგვიანეს მე-19 დღისა შეაჯამებს საბოლოო შედეგებს 8 ოქტომბრის არჩევნებისა და 30 ოქტომბრის მეორე ტურის შედეგების გათვალისწინებით,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics