14:24 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 16:43:08, 873 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივი ცენტრები სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას უზრუნველყოფს

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭრით ხორციელდება.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისათვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა. საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს 200-ზე მეტი საჯარო და ყველაზე მოთხოვნადი კერძო სერვისები. საზოგადოებრივ ცენტრში ასევე ხელმისაწვდომია შეხვედრების ოთახი, თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი და კომპიუტერები.

სერვისებზე წვდომის გარდა ცენტრებს ეკისრებათ მედიუმის როლი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, სამოქალაქო სექტორს საშუალება აქვს საზოგადოებრივი ცენტრი გამოიყენონ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის წარსამართად, მათთვის ახალი სერვისების, ინიციატივების, საკანონმდებლო ცვლილებების გასაცნობად და მოსახლეობის ინფორმირებულობის ასამაღლებელი ღონისძიებების ჩასატარებლად.

ამჟამად ფუნქციონირებს 19 საზოგადოებრივი ცენტრი შემდეგ სოფლებში: კაჭრეთი, ყვარელწყალი/დუისი, მუხაესტატე, გეგუთი, მეჯვრისხევი, შაშიანი, სართიჭალა, გომი, რუისი, ხევი, მანგლისი, კოდა, შორაპანი, ნიგოეთი, ჭალადიდი, ჯვარი, ფოკა, ხიდისთავი და ნუკრიანი.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics