22:36 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-31 10:49:46, 752 ნახვა

პოლიტიკა
ჟვანია: არანაირი დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს, რომ მარნეულში 400 ბიულეტენის გამოყენება მოხდა

 „არანაირი დამადასტურებელი ფაქტი, რომ მარნეულის 86-ე საარჩევნო უბანზე 400 ბიულეტენის გამოყენება მოხდა, არ არსებობს“,-ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟვანიას თქმით,  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუ იარსებებს რაიმე სამართლებრივი პროცესი, საჩივარი და შესაბამისი მოთხოვნა,  კანონის შესაბამისი პროცედურა განხორციელდება.

„ საოლქო-საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა გუშინვე გააკეთა კომენტარი   და თქვა, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა.არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა იყო უფრო ნაკლები, ვიდრე ვრცელდებოდა ჩაყრის შესახებ ინფორმაცია“,-განაცხადა ჟვანიამ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ აქტივისტი ზაზა ბაირამოვი საუბრობს, თუ როგორ ჩაყარა საარჩევნო ყუთში 400 ბიულეტენი.

პარტიის ინფორმაციით, კადრები მარნეულის 86-ე საარჩევნო უბანზეა გადაღებული.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics