22:36 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 23:59:45, 732 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ

უმაღლესი საბჭოს არჩევნებში აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ.

უსკო-ს ცნობით, ბათუმის #68 მაჟორიტარულ ოლქში სულ 1 უბნის მონაცემებია ცნობილი, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვახტანგ წულაძე ხმების 72.26%-ით ლიდერობს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ელგუჯა ბაგრატიონმა 27.74% მიიღო.

ბათუმის #69 მაჟორიტარულ ოლქში 2 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ილია ვერძაძემ ხმათა 70.22% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნინო ჯინჭარაძემ - 29.78%.

#70 მაჟორიტარულ ოლქში 1 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ნუგზარ სურმანიძემ ხმათა 82.87 % მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გია აბულაძემ 17.13%.

ქობულეთის #71-ე მაჟორიტარულ ოლქში 8 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ კანდიდატს გიორგი რომანაძეს ხმათა 77.07% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მამული სურმანიძეს - 22.93%.

ხელვაჩაურის #72-ე მაჟორიტარულ ოლქში 3 უბნის მონაცემებია ცნობილი, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მერაბ კარანაძემ ხმების 71.31% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ქენან კახიძემ კი - 28.69%.

ხულოს #73-ე ოლქში დათვლილია 52 უბნის მონაცემები, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ კანდიდატს ხვიჩა შარაშიძეს ხმათა 71.63% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნუგზარ ამაღლობელს 28.37%.

ცნობისთვის, ბათუმის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად მიმდინარეობდა.

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ვებ-გვერდზე შედეგების განთავსება უკვე დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics