|
2016-10-30 22:06:51, 723 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო: საერთო ჯამში საოლქო-საუბნო კომისიებში 131 საჩივარი დარეგისტრირდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საერთო ჯამში საოლქო-საუბნო კომისიებში 131 საჩივარი დარეგისტრირდა. ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განმარტებით, საჩივრების უმეტესობა დღის განმავლობაში დაწერილია საუბნო-საარჩევნო კომისიებში და მათი შინაარსი ანალოგიურია. „საჩივრების ძირითადი ნაწილი მხოლოდ პროცედურულ ხარვეზებს შეეხება. მაგალითად, შემიძლია გითხრათ შემდეგი სამართლებრივი კატეგორიები, რის გამოც საჩივრები დაიწერა, საკონტროლო ფურცლის არასრულყოფილი შევსება, მარკირების პროცედურის წესის დარღვევა, არაუფლებამოსილი პირების შესვლის მცდელობა საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მცდელობა, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოსავლენად წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა და გადასატანი საარჩევნო ყუთის საკანონმდებლო პროცედურების ხარვეზებით წარმართვა“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)