16:05 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 21:42:08, 739 ნახვა

პოლიტიკა
მეორე ტურში ამომრჩეველთა 37.5%-მა მიიღო მონაწილეობა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების დღის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა.

ცესკო-მ  20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა.

როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,  ყველა საარჩევნო უბანზე  ამომრჩეველთა აქტივობამ   37.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 929265 ამომრჩეველია.

ცნობისთვის, არჩევნები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართა. ასევე, პარლამენტის არჩევნებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურები აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქშიც ჩატარდა გარდა ამისა, დღეს ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურები გაიმართა, ხოლო ლაგოდეხსა და სენაკში კი საკრებულოს შუალედური არჩევნები.

არჩევნები საერთო ჯამში 2 229 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, მათ შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ჯამში 2 478 042 იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics