|
2016-10-30 19:43:54, 581 ნახვა
პოლიტიკა
„სამართლიანი არჩევნების“ მიერ აღრიცხული მნიშვნელოვანი დარღვევების უმეტესი ნაწილი მარნეულში ფიქსირდება
„სამართლიანი არჩევნების“ მიერ აღრიცხული მნიშვნელოვანი დარღვევების უმეტესი ნაწილი კვლავაც მარნეულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ფიქსირდება, - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ანგარიშშია აღნიშნული. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაფიქსირებული დარღვევები: ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა • #36 მაჟორიტარული ოლქის #50 საარჩევნო უბანზე (მარნეული) კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა ბიულეტენი ხმის მიცემის ფარულობის დარღვევით მიაწოდა საარჩევნო ყუთის ზედამხედველს, რომელმაც ბიულეტენი საარჩევნო ყუთში თავად მოათავსა. ხელმეორედ ხმის მიცემა • #36 მაჟორიტარული ოლქის #5 საარჩევნო უბანზე (მარნეული) ამომრჩეველთა სიაში არ იყო მითითებული ინფორმაცია იმ ამომრჩევლების შესახებ, რომლებიც ხმას აძლევდნენ გადასატანი ყუთის საშუალებით. შედეგად ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ორჯერ მისცა ხმა: უბანზე და გადასატანი ყუთის სიის მეშვეობით. ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა • #70 მაჟორიტარული ოლქის #58 საარჩევნო უბნის (ბათუმი) მიმდებარე ტერიტორიაზე პ/გ „ქართული ოცნების“ კანდიდატის თანმხლებმა პირმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების გადაღების საშუალება არ მისცა. აგიტაცია საარჩევნო უბანზე • #36 მაჟორიტარული ოლქის #5 საარჩევნო უბანზე (მარნეული) ამომრჩეველი პ/გ „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალით იმყოფებოდა, კერძოდ მას ეხურა ქუდი, რომელზეც გამოსახული იყო პარტიის რიგითი ნომერი. არაუფლებამოსილი პირების ყოფნა საარჩევნო უბანზე • #60 მაჟორიტარული ოლქის #35 საარჩევნო უბანზე (ლანჩხუთი) არაუფლებამოსილი სუბიექტის, „ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელი, ალეკო მეგრელიძე იმყოფება; • #61 მაჟორიტარული ოლქის #40 საარჩევნო უბანზე (ოზურგეთი) ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე იმყოფებოდა; საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება • #49 მაჟორიტარული ოლქის #83 საარჩევნო უბანზე (ქუთაისი) ჩანაწერთა წიგნში კომისიის ბეჭდის ნომრის ნაცვლად მითითებულია „2016“. აღნიშნულის თაობაზე კომისიის თავმჯდომარემ დაწერა ახსნა-განმარტება; • #29 მაჟორიტარული ოლქის #73 საარჩევნო უბანზე (რუსთავი) ამომრჩეველთა ხელმოწერების დათვლისას, ხელმოწერების რაოდენობა გაცემული ბიულეტენების რაოდენობაზე ერთით ნაკლები აღმოჩნდა; • #49 მაჟორიტარული ოლქის #93 საარჩევნო უბანზე (ქუთაისი) საკონტროლო ფურცელზე არაა მითითებული ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი; • #49 მაჟორიტარული ოლქის #80 საარჩევნო უბანზე (ქუთაისი) სამმა კომისიის წევრმა საკონტროლო ფურცელს ხელი არ მოაწერა. გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული ხარვეზები • #47 მაჟორიტარული ოლქის #9 საარჩევნო უბანზე (ქუთაისი) გადასატანი საარჩევნო ყუთის უბანზე დაბრუნების შემდეგ გაირკვა, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის ამომრჩევლის სიაში არ იყო კომისიის წევრის ხელმოწერა; • #70 მაჟორიტარული ოლქის #76 საარჩევნო უბანზე (ბათუმი) ამომრჩეველმა ბიულეტენი შეცდომით მოათავსა გადასატან ყუთში, რის გამოც გადასატანი ყუთი დაილუქა შედეგად, გადასატანი ყუთის სიაში მყოფმა 7 ამომრჩეველმა დაკარგა ხმის მიცემის უფლება; • #2 მაჟორიტარული ოლქის #5 საარჩევნო უბანზე (ვაკე) გადასატანი ყუთის კომისიის წევრებმა იმაზე ერთით ნაკლები ბულეტენი დააბრუნეს უკან, ვიდრე სიაში არსებული ხელმოწერებისა და წაღებული ბიულეტენების სხვაობა უნდა ყოფილიყო. • #36 მაჟორიტარული ოლქის #7 (მარნეული) და #61 მაჟორიტარული ოლქის (ფოთი) #15 საარჩევნო უბნებზე გადასატანი ყუთის დაბრუნების შემდეგ გაირკვა, რომ ყუთის ჭრილი არ იყო დალუქული. მარკირების პროცედურის დარღვევა • #11 მაჟორიტარული ოლქის #20 საარჩევნო უბანზე (სამგორი) ამომრჩეველს ჯერ მარკირება გაუკეთეს და სიაში გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ იგი არაა მოცემული უბნის ამომრჩეველი, რის გამოც მან ხმის მიცემის უფლება დაკარგა.
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)