19:44 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 18:12:08, 582 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: თარგამაძე და გაბაშვილი თავიანთ აქტივისტებს, უბნების ჩაშლასთან დაკავშირებით მითითებებს აძლევენ

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ახალციხე-ადიგენის ოლქში მანქანით გადაადგილდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გივი თარგამაძე და გოგა გაბაშვილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აქტივისტებს უბნების ჩაშლასთან დაკავშირებით გარკვეულ მითითებებს აძლევენ.

„ისინი მითითებებს აძლევენ თავიანთ აქტივისტებს უბნების ჩაშლასთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია. „ნაც.მოძრაობას" მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან. ასეთი რამ არის კანონდარღვევა და არც ერთ შემთხვევაში არ დარჩება დაუსჯელი“, - განაცხადა კობახიძემ.

მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა კიდევ ერთ ფაქტზე ისაუბრა, რომელიც რუსთავში #67-ე უბანზე მოხდა.

„მეორე კონკრეტული ფაქტი ეხება რუსთავში #67-ე უბანს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების კონცენტრაცია შეინიშნება. არსებობს ეჭვი, ამ უბანზე პროვოკაციის მოწყობასთან დაკავშირებით. მხარდამჭერებს მოვუწოდებთ სიფრთხილე გამოიჩინონ“, - განაცხადა კობახიძემ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარდამჭერებს აქტივობისკენ და აღნიშნა, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics