16:11 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 15:10:36, 569 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და კომისიაში შემავალი სხვადასხვა სამინისტროების,  დარგობრივი უწყების და  მერიის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მთავრობის დადგენილებით, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით დაკომპლექტებული სამთავრობო კომისიას  კოორდინაციას  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო უწევს. შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა, პროექტის მიმდინარეობის, შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ  ანგარიში წარადგინეს.

 გეოგრაფიული სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება ევროკავშირის მოთხოვნაა, რომელსაც ის წევრ ქვეყნებს უყენებს. დირექტივა ამ სფეროს საკანონმდებლო ბაზისა და ადმინისტრაციული საკითხების შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომელმაც ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა დაიწყო, რაც ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

მონაცემების ერთიანი ინფრასტრუქტურის შექმნის მიზანია გარემოსდაცვითი საკითხების მართვის რეგულირება, კატასტროფების თავიდან აცილება, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, ინფრასტრუქტურული პროექტების, საგანგებო სიტუაციების, საკომუნიკაციო და აერონავიგაციის სისტემების მართვა და ეფექტური ფუნქციონირება.

სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა პოლიტიკის, ინსტიტუციური ქმედებების, ტექნოლოგიების, გეომონაცემებისა და მეტამონაცემების ერთობლიობაა, რომელიც სივრცითი ინფორმაციის ეფექტურად გამოყენებისა და გაზიარების საშუალებას იძლევა. იგი ელექტრონული მმართველობის ერთ-ერთი ფორმაა და გულისხმობს მაღალი ხარისხის, ჰარმონიზებული სივრცითი მონაცემების წარმოებასა და ხელმისაწვდომობას ვებპორტალის (გეოპორტალის) საშუალებით სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეებისა და მოქალაქეებისთვის. ამას გარდა, NSDI ხელს შეუწყობს ამ მონაცემების სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის მარტივად გაცვლის პროცესსაც, შეამცირებს ინფორმაციის მიღების დროსა და რესურსს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics