19:45 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 17:26:39, 491 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის საოლქო საარჩვენო კომისიებში სულ 47 საჩივარია შესული

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მედიას აქტივობასთან ერთად  საჩივრების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით,  საერთო ჯამში საოლქო საარჩვენო კომისიებში 47 საჩივარი შევიდა. მათი ძირითადი ნაწილი  მცირე პროცედურულ ხარვეზებს ეხება.

შეგახსენებთ, 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 50-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 25.3 % შეადგინა (626 954 ამომრჩეველი).

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა №47-ე  მაჟორიტარული ოლქის მცხეთის  საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე და ამომრჩეველთა აქტივობამ 43 % შეადგინა.

ასევე, 50 მაჟორიტარულ ოლქს მაღალი აქტივობით გამოირჩევა №50-ე მაჟორიტარული ოლქის ლანჩხუთისა და ჩოხატაურის  საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორია - 38.7% და №51-ე მაჟორიტარული ოლქის ბაღდადი-ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორია -  36.3%.

მოცემული დროისთვის ყველაზე დაბალი აქტივობის მაჩვენებელი დაფიქსირდა №41-ე მაჟორიტარული ოლქის გორის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე - 14%, ასევე №9-ე მაჟორიტარული ოლქის ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე - 16.8%.

ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. თითოეულ ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელოს კონსტიტუციური უფლება და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics