|
2016-10-30 15:47:16, 727 ნახვა
პოლიტიკა
არჩევნების მეორე ტურს ეუთო-ს, IRI-ისა და NDI-ის სადამკვირვებლო მისიები აკვირდებიან
არჩევნების მეორე ტურს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები აკვირდებიან. ეუთო-ს, IRI-ის და NDI-ის წარმომადგენლები, თბილისის გარდა, რეგიონებშიც მუშაობენ. კონკრეტულ განცხადებებს მისიები არჩევნების მომდევნო დღეებში გააკეთებენ. როგორც ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალექსანდრ კელთჩევსკიმ განაცხადა, დამკვირვებლები დაელოდებიან დღის ბოლომდე შეჯამებას და ამ ყველაფერთან ერთად დაკავშირებით ხვალ ისაუბრებენ, როდესაც მეორე ტურთან დაკავშირებით ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის მხრიდან პირველადი ანგარიშის წარდგენა გაიმართება. „პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ არჩევნების დღე არ არის გადამწყვეტი.ზოგადად პროცესზე დაკვირვება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. პოლიტიკური პარტიებისთვის უნდა იყოს თავისუფალი კამპანიის ჩატარების საშუალება და რაც მთავარია მედია გარემოც თავისუფალი უნდა იყოს. ამჟამად რასაც ვაკვირდები საარჩევნო პროცესი ნორმალურ გარემოში მიმდინარეობს. რაც მთავარია როგორც პირველი ტურის დროს ისე გადატვირთული არ არის საარჩევნო უბანი, რის გამოც დათვლის პროცესი მაშინ შეფერხებებით მიმდინარეობდა. ვიმედოვნებ, რომ მშვიდი საარჩევნო გარემო შენარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ არჩევნები ქვეყნის განვითარებისთვის შესაბამისად მიმდინარეობს და ის არის ტესტი. ვფიქრობთ, რომ ეს ტესტი იქნება პოზიტიური გამოცდილება საქართველოსთვის“, - განაცხადა კელთჩევსკიმ. ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)