|
2016-10-30 15:36:52, 866 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა: გორში, ქუთაისსა და რუსთავში სპორტსმენების კონცენტრაცია შეინიშნება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, რამდენიმე ოლქში დაპირისპირების საფრთხე არსებობს. ბოკუჩავას ინფორმაციით, ოქროყანაში კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი იმყოფება და მოსახლეობას აშინებს. ბოკუჩავა მოუწოდებს შინანგან საქმეთა სამინისტროს, წარმომადგენელი მიავლინოს ოქროყანაში იმისთვის, რომ პროვოკაცია და ძალადობა თავიდან იქნას აცილებული. „რამდენიმე ოლქია, სადაც დაპირისპირების საფრთხეა. ჩვენ ვხედავთ დიდი კონცენტრაციით სპორტსმენებს, რომლებიც იკრიბებიან გორში, ქუთაისში და რუსთავში. გორში განსაკუთრებით დიდი კონცენტრაციაა განსაკუთრებით სოფელ გარეჯვარში 50-ე უბანთან. ამ ყველაფრის კოორდინაციას ზურაბ მურადაშვილი ახდენს. ჩვენ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები იმისთვის, რომ არ მოხდეს პროვოკაცია. განსაკუთრებით ხმების დათვლის დროს არ იყოს ისეთი ტიპის პროვოკაცია როგორიც ვიხილეთ 8 ოქტომბერს. ასევე მნიშვნელოვანია ოქროყანა, სადაც კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანები საკმაოდ დიდი ჯგუფი იმყოფება. ისინი იღებენ ალკოჰოლს და აშინებენ მოსახლეობას. აქაც მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მიავლინოს წარმომადგენელი ამ რაიონში რათა არ მოხდეს რაიმე ტიპის პროვოკაცია. ვაზისუბანში რამდენიმე დამკვირვებელს არ მიეცა გადაღების საშუალება. რუსთავში დაფიქსირდა მოსყიდვის ფაქტი. გარდა ამისა ასევე რამდენიმე უბანია, სადაც დაფიქსირდა მარკირებიანი ადამიანების შესვლა რამდენჯერმე უბნებზე. ასეთი ფაქტი დაფიქსირებულია მთაწმინდაზე მეცხე, მერვე და მეთექვსმეტე უბნებზე ისევე როგორც ისანში და მარნეულში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არის დაშინების მცდელობა რომლებიც უშუალოდ ხდება უბნის გარეთ.ძირითადად არის კრიმინალური მენტალიტეტის ან მსგავსი ტიპის ადამიანების ჩარევით ხდება ეს დაშინება, რომ ადამიანებს არ მიეცეთ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს ასეთი ტიპის ჯგუფების დაშლა, რომ მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლონ უბნებზე მისვლა დასაკუთარი არჩევანის გაკეთება“,-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)