|
2015-03-19 14:23:36, 853 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით ბაღებისა და სკოლების სანიტარული შემოწმება მიმდინარეობს
საქართველოს მასშტაბით ბაღებისა და სკოლების სანიტარული შემოწმება მიმდინარეობს. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დედაქალაქის მხოლოდ ერთ- 121-ე ბაღში მოხმარებისთვის უვარგისი ხორცი აღმოჩნდა, რომელიც ლაბორატორიაში შესასწავლადაა გადაგზავნილი. მისივე განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მასალები რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნება. "მხოლოდ ერთ ბაღში ჩვენი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების შედეგად აღმოჩნდა მოხმარებისთვის უვარგისი ხორცი, რომელიც მისვლისთანავე იქნა ამოღებული და გადაგზავნილია ლაბორატორიაში შესასწვალად. საგანაგაშო არაფერია. სოფლის მეურნეობის სმაინისტროს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე მასალები რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნება",-განაცხადა დავით ნარმანიამ. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, თბილისის მერის თქმით, პასუხისმგებლობა შესაძლოა მას შემდეგ დადგეს, რაც საკითხი ბოლომდე გამოკვლეული იქნება. თემასთან დაკავშირებით კომენტარი სოფლის მეურნეობის მინისტრმაც გააკეთა. ოთარ დანელიას განცხადებით, შემოწმების შედეგად დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, უმკაცრეს ზომებს გაატარებენ. "პრაქტიკულად, ყველა ბაღის ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს და არა მხოლოდ ბაღების, არამედ სკოლების არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ რეგიონში. შესაბამისად, არის დარღვევები აღმოჩენილი. რამოდენიმე დასკვნას ველოდებით. ახლა მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები. ეს ხორცი ამოღებულია მოხმარებიდან, მანამ სანამ მას მოიხმარდნენ.ჩვენ უმკაცრეს ზომებს გავატარებთ",-აღნიშნა ოთარ დანელიამ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)