18:18 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 12:25:16, 620 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო ოთარ კახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოთო კახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ცესკოს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით,   მარნეულის  50-ე საარჩევნო უბანზე  დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, როდესაც კომისიის წევრმა  საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს  უბრალოდ მიუთითა,  გადაუკეცავი ბიულეტენი გადაეკეცა და  კონვერტში ისე მოეთავსებინა:

„მედიასაშუალებებით და სოციალური ქსელების მეშვეობით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ოთარ კახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია  ჩვენი შემოწმებით არ დადასტურდა.  ცესკო-მ გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაცია და შედეგად  მარნეულის  50-ე საარჩევნო უბანზე  დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, როდესაც კომისიის წევრმა  საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს მიუთითა,  გადაუკეცავი ბიულეტენი გადაეკეცა და ისე განეთავსებინა შესაბამის კონვერტში“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ.

მისივე განმარტებით, დილიდან 50-ე საარჩევნო უბანზე  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენელი და თანასწორობის ცენტრის დამკვირვებელი უფლებამოსილებას ამეტებდნენ.

„ისინი ხელს უშლიდნენ კომისიას საკუთარი  საქმიანობის განხორციელებაში და მათ რამდენჯერმე მიეცათ  გაფრთხილება.  ამის შემდეგ მათ სააარჩევნო უბანი დაატოვებინეს“,-განაცხადა ცესკოს-სპიეკრმა.

საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს,  ასევე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებს,   კენჭისყრის პროცესის  მიმდინარეობას ხელი არ შეუშალონ.

„ ჩვენ ასევე მივმართავთ ყველას თხოვნით,  თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ხელს უშლის და ზიანს აყენებს საარჩევნო პროცესს“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა  ოთო კახიძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე  გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც  მარნეულის 50 უბანზე არსებულ ხარვეზებზე საუბრობს.

კახიძის მტკიცებით, აღნიშნულ  უბანზე  არ ამოწმებენ მარკირებას, აგრეთვე კომისიის წევრი ხსნის კონვერტებს და ამოწმებს, თუ ვისთვისაა ხმა მიცემული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics