14:18 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 11:54:35, 707 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხმის მიცემის პროცესი ყველა საარჩევნო უბანზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე  ხმის მიცემის პროცესი ყველა საარჩევნო უბანზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

„თითოეულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და  გამოხატოს საკუთარი კონსტიტუციური ნება“,-განაცხადა საარჩევნო ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

ცნობისთვის, არჩევნები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იმართება. ასევე, პარლამენტის არჩევნებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურები აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქშიც ტარდება. გარდა ამისა, დღეს ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურები იმართება, ხოლო ლაგოდეხსა და სენაკში კი საკრებულოს შუალედური არჩევნები.

არჩევნები საერთო ჯამში 2 229 საარჩევნო უბანზე ტარდება, მათ შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ჯამში 2 478 042-ია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics