16:46 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-29 19:07:05, 891 ნახვა

პოლიტიკა
არჩევნები 2 229 საარჩევნო უბანზე ჩატარდება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 30 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 30 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები გაიმართება. არჩევნები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდება.

ხვალ, პარლამენტის არჩევნებთან ერთად, გაიმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურები აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში.

გარდა ამისა, 30 ოქტომბერს ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურები ჩატარდება; ხოლო ლაგოდეხსა და სენაკში კი საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.

არჩევნები საერთო ჯამში 2 229 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, მათ შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ჯამში 2 478 042-ია.

თითოეულ საარჩევნო უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია. ხვალ, დილის 8:00 სთ-ზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო უბნებზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო ფორმა. ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია 754 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.

30 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაუგრძელა აკრედიტაციის ვადა სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს. ასევე, 7 მედია ორგანიზაციის 582-მა მედია წარმომადგენელმა, 10 საერთაშორისო ორგანიზაციის 221-მა და 44 ადგილობრივი ორგანიზაციის 12 122-მა დამკვირვებელმა გაიარეს რეგისტრაცია  მეორე ტურების დაკვირვების მიზნით.

ხვალ, 20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

შემოსული ოქმების მონაცემები ოპერატორების მიერ სპეციალურ პროგრამაში იქნება შეყვანილი და ცესკოში ოქმების შემოსვლის დაწყებიდან დაახლოებით 2 საათში ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება პირველი წინასწარი შედეგები 50 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით. წინასწარი შედეგები ეტაპობრივად განახლდება შემოსული ოქმების მონაცემების მიხედვით.

30 ოქტომბერს 07:00 სთ-დან  24:00 სთ-მდე იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

ცენტრალური საარჩევნო კომისია 30 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში მუდმივად მოგაწოდებთ ინფორმაციას არჩევნების დღის მიმდინარეობის შესახებ.

შეგახსენებთ რომ, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. 30 ოქტომბერს აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში; ასევე, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაუშვებელია ამომრჩევლის არჩევანზე ზეგავლენის მოხდენა, შესაბამისად მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს ხელი შეუწყონ ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას.

„მოვუწოდებთ ამომრჩევლებს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას,“ განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics