13:21 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-29 18:24:19, 717 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: პარტიის არჩევნებამდე დატოვების თაობაზე ბევრი მიკიჟინებდა

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მას „რესპუბლიკური პარტიის“ არჩევნებამდე დატოვებას ურჩევდნენ, თუმცა ეს არ გააკეთა.

უსუფაშვილის თქმით, აღნიშნულ პარტიასთან ერთად 25 წელი გაატარა და არჩევნებზე სწორედ მისი სახელით უნდა  გასულიყო:

„პარტიის დატოვების თაობაზე მიკიჟინებდა ბევრი არჩევნებამდე, მაგრამ ამას არ გავაკეთებდი არავითარ  შემთხვევაში იმიტომ, რომ პარტიასთან ერთად  განვვლე 25 წელი და პარტიასთან ერთად უნდა გავსულიყავი ამ არჩევნებზე. გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო. ჩვენ ერთად მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. ამიტომ, მე პარტიასთან ერთად ჩაძირული ამ არჩევნების შემდეგ, ახლა ინდივიდუალურად გავაგრძელებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას. პარტია თავის სიტყვას კვლავაც იტყვის ქართულ პოლიტიკაში“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მას კითხვა დაუსვეს, ხომ არ აპირებს ირაკლი ალასანიასთან თანამშრომლობას, რაზეც უსუფაშვილს ცალსახა პასუხი არ გაუცია.

„არანაირი კონკრეტული გეგმა და სქემა არ მაქვს ვის შევხდები და ვის დავურეკავ. ეს არაა ამწუთუის საქმე“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტია" დატოვა.

მისი თქმით, პარტიის დამფუძნებლებს და სხვა ლიდერებს აქვთ შემდგომი საქმიანობის თაობაზე პოლიტიკური, ტაქტიკური და ღირებულებითი ხედვები, რომლებსაც ის არ იზიარებს

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics