16:45 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-29 17:00:57, 1196 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი ადასტურებს, რომ "რესპუბლიკური პარტია" დატოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "რესპუბლიკური პარტია" დატოვა, - ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, "რესპუბლიკური პარტიის" წევრებმა აღნიშნულის შესახებ მედია საშუალებებიდან გაიგეს. 

"დღეს არ ვგეგმავდი თქვენს შეწუხებას, მაგრამ მოხდა ისე, რომ ინფორმაცია, რომელიც ორშაბათს უნდა გამხდარიყო ცნობილი საზოგადოებისთვის, დღეს გახდა ცნობილი.

ამისთვის, მე განსაკუთრებით ვწუხვარ, რომ "რესპუბლიკური პარტიის" წევრები, ეროვნული კომიტეტის წევრები, მედიის საშუალებით იგებენ ამ ამბავს. არადა, პარტიის თავმჯდომარესთან ერთად ჩვენ ცოტა სხვა პროცესი გვქონდა დაგეგმილი. მე ვადასტურებ, რომ  მივიღე ადამიანურად ძალიან მტკივნეული, მაგრამ პოლიტიკურად აუცილებელი გადაწყვეტილება "რესპუბლიკური პარტიის" დატოვების შესახებ.

მე ვაგრძელებ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ოპოზიციურ ველზე, მაგრამ ეს უკვე იქნება სხვა ტიპის საქმიანობა და არა "რესპუბლიკურ პარტიასთან" ერთად საქმიანობა.

ჩემი გადაწყვეტილება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ პარტიის მომავალი საქმიანობის შესახებ პარტიის თავმჯდომარეს, მის დამფუძნებლებს, სხვა ლიდერებს აღმოაჩნდათ ისეთი პოლიტიკური ღირებულებითი ტაქტიკური ხედვები, რომელიც ჩემთვის არის მიუღებელი, მაგრამ ამასობაში მე მათ რეალიზებას პარტიაში არ და ვერ შევეწინააღმდეგები.

ეს ხედვები მიუღებელია, იმიტომ, რომ ჩემი აზრით ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო შემცირდება პარტიის გავლენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე.

არ და ვერ შევეწინააღმდეგები იმის გამო, რომ კვლავაც უდიდეს პატივს ვცემ "რესპუბლიკური პარტიის" დამფუძნებლების სრულიად განსაკუთრებულ ღვაწლს ქართულ პოლიტიკაში და ვაღიარებ მათ პრიმატს, "რესპუბლიკური პარტიის" მომავლის განსაზღვრის საქმეში, როდესაც ასეთ სერიოზულ საკითხებს ეხება საქმე.

როგორც გითხარით ვაგრძელებ ინდივიდუალურ რეჟიმში, აქტიურ, ოპოზიციურ, პოლიტიკურ მოღვაწეობას", - განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა პარტიის წევრებს მადლობა გადაუხადა 25 წლიანი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ფლანგიდან იბრძოლებენ საქართველოს განვითარებისთვის. 

"მე მადლობას ვუხდი ყველა ჩვემს თანამებრძოლს, ვისთანაც ერთად 25 წელზე მეტია ვარ პოლიტიკურ პროცესებში ჩართული. მე ამ პარტიაში ავიდგი ფეხი. მე პოლიტიკოსად მაქცია დავით ბერძენიშვილმა და პერსონალურად მას ვუხდი მადლობას. დარწმუნებული ვარ, რომ სხვადასხვა ფლანგიდან მაგრამ ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარების და წინსვლის უზრუნველყოფისთვის საქმეს კეთებას. ასევე პარტიის ყველა წევრს ვუხდი მადლობას და მჯერა, რომ ამ რთულ პერიოდს ჩვენ ყველანი ღირსეულად გავუმკლავდებით", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, დავით უსუფაშვილი 2005-2013 წლამდე პარტიის თავმჯდომარე იყო. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics