|
2016-10-29 16:56:42, 680 ნახვა
პოლიტიკა
საია საარჩევნო პროცესში ჩართულ სუბიექტებს მიმართავს
პირველ ტურსა და განმეორებით არჩევნებზე დაკვირვების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების და პრობლემების საფუძველზე, საია რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის სუბიექტებს და მოუწოდებს, მიიღონ ყველა გონივრული და შესაბამისი ზომა, რათა ხელი შეუწყონ არჩევნების მეორე ტურის უფრო მაღალი ხარისხით და უკეთეს გარემოში ჩატარებას. ორგანიზაცია საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართავს, იმოქმედონ კანონით დადგენილი წესების და პროცედურების განუხრელი დაცვით, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად ხელი შეუწყონ და უზრუნველყონ ამომრჩევლის მიერ ნების თავისუფალი გამოხატვა. "უზრუნველყონ უსაფრთხო და სათანადო სამუშაო პირობები დამკვირვებელთათვის, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით დაწერილ საჩივრების განხილვის დროს უზრუნველყონ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება კანონის მოთხოვნების დაცვით; მათ შორის, საჩივარში ასახული დარღვევების დეტალური შესწავლა, მტკიცებულებათა ჯეროვანი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება; დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის ადეკვატური ზომების გამოყენება; ზემდგომმა ადმინისტრაციებმა პროაქტიულად შეისწავლონ ინფორმაცია დაფიქსირებული დარღვევების შესახებ და მიიღონ შესაბამისი ზომები. ცესკომ უზრუნველყოს უბნებიდან შემოსული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ასლების ცესკოს ვებ გვერდზე დაუყოვნებლივი განთავსება, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად",-ნათქვამია განცხადებაში. საია ასევე მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აღნიშნავს, რომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და კანონის მოთხოვნათა დაცვით, უზრუნველყოს მშვიდობიანი საარჩევნო გარემო, დაიცვას საარჩევნო პროცესი და მასში მონაწილე სუბიექტები ძალადობის და უკანონო მოქმედებებისაგან. "განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში, თავი შეიკავონ დაპირისპირებებისა და ძალადობისაგან, ასევე ისეთი განცხადებებისგან, რომელიც წაახალისებს ან შეიწყნარებს ამგვარ ინციდენტებს. თავი შეიკანონ იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებისგან, რომელიც უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიის აქტივისტებისა და კოორდინატორების მობილიზებაში გამოიხატება, რაც რიგ შემთხვევებში წარმოადგენს ამომრჩევლის ნებაზე ირიბი ზეგავლენის მოხდენას. სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს: უზრუნველყონ თავიანთი წარმომადგენლების კანონშესაბამისი და ეთიკური ქცევა საარჩევნო პროცესზე დაკვირვების დროს, იმოქმედონ კანონით მათთვის დადგენილი მანდატის ფარგლებში. სასამართლო ხელისუფლებას:საარჩევნო დავების განხილვის დროს უზრუნველყონ კანონის მართებული განმარტება და გამოყენება, მიიღონ დასაბუთებული გადაწყვეტილებები და უზრუნველყონ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების განხორციელება",-აცხადებენ საია-ში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)