|
2016-10-29 14:11:50, 760 ნახვა
პოლიტიკა
ვალერი გელაშვილი ხაშურის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი ხაშურის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველთან შეხვედრაზე ყურადღება "ქართული ოცნების" გუნდის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა. "მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვემსახურები ჩემს ხალხს, ჩემს რაიონს.რამდენად შევძელი - ამას ამომრჩეველი შეაფასებს. მე მაქვს მორალური უფლება, თვალებში შევხედო ჩემს ამომრჩეველს და ვუთხრა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ახალი ხელისუფლება შეძლებს ქვეყნის სწრაფ განვითარებასა და თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანას. ყველა წინა არჩევნებში ყოველთვის ხელისუფლების ოპოზიციაში ვიყავი.დღეს თანამოაზრეებისა და თანაგუნდელების ნდობა და გულწრფელი მხარდაჭერა ასმაგად აძლიერებს ჩემს პასუხისმგებლობას.მზად ვარ ისე, როგორც არასდროს, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს რაიონს. დღეს არ შევუდგები იმ საქმეების ჩამოთვლას, რაც დეპუტატობის პერიოდში მე და ჩემს მიერ დაარსებულ კომპანიებს შეგვისრულებია.ეს ყველაფერი ამომრჩეველმა შესანიშნავად იცის.მინდა მოვუწოდო რაიონის მოსახლეობას, ამომრჩეველს, აქტიურად დაუჭირონ მხარი ქვეყნის ხელისუფლების მიერ აღებულ კურსს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, ყველა იმ გამოწვევის განხორციელება, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის",-განაცხადა ვალერი გელაშვილმა.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)