|
2016-10-29 13:40:43, 700 ნახვა
პოლიტიკა
რურუა: მთაწმინდაზე სიებში დამატებულია 8 ათასამდე ადამიანი, რომელიც არც ერთ მისამართზე არ ცხოვრობს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა რურუას განცხადებით, ხელისუფლებამ საარჩევნო სიები გააყალბა, - ამის შესახებ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც რურუამ აღნიშნა, საარჩევნო სიაში გარდაცვლილი ადამიანები და ასევე ის პირები არიან დამატებულები, რომელბიც დიდი ხანია საქართველოში არ ცხოვრობენ. „პირველი ტურის ჩატარების შემდეგ ძალიან სერიოზული მუშაობა ჩავატარეთ იმისთვის, რომ შეგვესწავლა ყველა ის მეთოდი, რომლითაც ხელისუფლებამ გააყალბა და საკუთარ კანდიდატს მიუმატა ხმები. შევისწავლეთ ყველა ეს მეთოდი და მაქსიმალურად შევეცდებით მეორე ტურში მათი გამოყენების უფლება არ მივცეთ. ბოლო პერიოდში მთაწმინდაზე დამატებულია 8 ათასამდე ადამიანი, რომელიც არ ცხოვრობს არც ერთ მისამართზე. მათ შორის არიან, ადამიანები ვინც საზღვარგარეთ არიან წასული 10, 15, 30 წელი, ესენი არიან მხოლოდ ის ხალხი, ვინც 2016 წელს დაამატეს სიაში. ასევე სიაში არიან ის ადამიანები, რომლებიც უკვე 2 წელია გარდაცვლილები არიან. ცესკომ, პირველი ტურის შემდეგ, ჩემს ოპონენტს, ხელისუფლების ფავორიტს დაუწერა დაახლოებით 10 ათასი ხმა. ეს სია, რომელიც ბოლო ხანებში დაემატა საარჩევნო სიას, რომლებიც არიან უცხოეთში მყოფები, გარდაცვლილები, არარსებული პირები, აღემატება 8 ათასს, ამიტომ ბევრი მათგანის იდენტობა შეიძება იყო გამოყენებული ზურაბიშვილის სასარგებლოდ. ეს ცხადია არის გაყალბება და მეორე ტურში ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ვინც არ არის ნამდვილი ამომრჩეველი და მონაწილეობას იღებს ამ საარჩევნო თაღლითობაში, ჩადის დანაშაულს. ამიტომ მათ ყველას მოვუწოდებ, არ გახდნენ ბრმა იარაღი,კორუმპირებული ჩინოვნიკების ხელში, იმისთვის, რომ მოპარონ ჩვენ ადამიანებს ხმები“, - განაცხადა რურუამ. მისივე თქმით, ის აპირებს, რომ მასალები პროკურატურასა და სასამართლოში წარადგინოს. „ყველა, ვინც ამ თაღლითობაში იღებს მონაწილეობას, იქნება აუცილებლად გამოკვლეული, გამოძიებული და შემდეგ ამ დანაშაულისთვის დასჯილი“, - აღნიშნა ნიკა რურუამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)