19:22 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 22:57:07, 495 ნახვა

სპეციალური ანონსი
29 ოქტომბრის სპეციალური ანონსი

29 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესიული პროგრამებზე სწავლის მსურველთა ტესტირებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრება.
მის.: კოსტავას ქ. #68 

29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ნიკა რურუას პრესკონფერენცია გაიმართება.

29 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საარჩევნო მედიაცენტრში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გამართავს პრესკონფერენციას და წარმოადგენს საკუთარ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს არჩევნების მეორე ტურის წინ. 
მის.: შალვა დადიანის ქ. #2/1

29 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი განახლებულ ბატონის ციხეს გახსნის, რომელსაც კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრებიან. 
მის.: ქალაქი თელავი, ერეკლე II-ის გამზ. #1

29 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ბორჯომში, სასტუმრო Crown Plaza-ში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მის.: ბარათაშვილის ქ. #9 
საკონტაქტო პირები: თამარ ხურცია - 555 52 33 50, შორენა კირვალიძე - 599757536

29 ოქტომბერს, 14:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს. თემა: მდიდარი პროფესიული ცხოვრება. 
მის.: ადმინიტრაციული კორპუსის III სართული 

29 ოქტომბერს, 18:00 საათზე, „ფაბრიკაში“ ზურაბ ჟვანიას სახელობის "წინანდლის პრემიის" დაჯილდოების VI ცერემონია გაიმართება. 
მის.: ნინოშვილის ქ. #8





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics