16:46 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 20:42:01, 863 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: გამომრჩა ის მომენტი, როცა პრემიერისგან უნდა ვითხოვოთ ნებართვა, კითხვები დავსვათ თუ არა

გამომრჩა ის მომენტი, როცა პრემიერისგან უნდა ვითხოვოთ ნებართვა, კითხვები დავსვათ თუ არა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა "კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, მისთვის წარმოუდგენელი იყო, როდესაც პრემიერმინისტრი განუცხადა მთელ ქვეყანას, რომ ყველაფერი გაარკვია, კითხვები არ აქვს, და კითხვებს აღარ მიიღებს.

"არ მინდა დავემსგავსო დღევანდელ თავდაცვის მინისტრს, რომელმაც მეორე დილასვე რეცეპტი გამოწერა, დასკვნაც დაწერა, კი იძახდა გამოძიება მიმდინარეობსო, მაგრამ ყველაფერი მოგვიყვა, თითქოს იქ იმყოფებოდა. ჩემთვის საერთოდ წარმოუდგენელი იყო, როდესაც პრემიერმინისტრი გვეუბნება მთელ ქვეყანას, რომ ყველაფერი გაარკვია, კითხვები არ აქვს, და კითხვებს აღარ მიიღებს, გამომრჩა ის მომენტი, როცა პრემიერისგან უნდა ვითხოვოთ ნებართვა კითხვები დავსვათ თუ არ დავსვათ. ვისურვებდი, რომ ამ ქვეყანში არასოდეს იყვნენ ხელისუფლებაში ხალხი, როდესაც  2 საათში დეტალურად მოგვიყვებიან ამბავს, შეეცდებიან საზოგადოებას მიასაღონ საკუთარი ვერსია, დღეები რომ გადის, იმ ვერსიაში თავადვე შეიტანონ ცვლილებები,"- აღნიშნა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელის თქმით, ბევრ ბაზაზე უსაფრთხოების ზომები ძალიან ხშირად ირღვევა მეცხვარეების მიერ. მეტიც, მისი განცხადებით, სამხედრო ობიექტების უდიდესი ნაწილი შემოღობილიც კი არ არის.

"მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სამხედრო ობიექტების უდიდესი ნაწილი შემოღობილიც კი არ არის, რა ბაზაზე შეღწევაზე ვლაპარაკობთ,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics