|
2015-03-19 12:14:46, 489 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება: საქართველო ტუნისში მდებარე მუზეუმში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს მკაცრად გმობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ტუნისის რესპუბლიკის დედაქალაქ ტუნისში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ტუნისში მდებარე „ბარდო“-ს ეროვნულ მუზეუმში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს საქართველო მკაცრად გმობს. „საქართველო მკაცრად გმობს 2015 წლის 18 მარტს ტუნისის რესპუბლიკის დედაქალაქ ტუნისში მდებარე „ბარდო“-ს ეროვნულ მუზეუმში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომელსაც სულ მცირე 20 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ათობით დაშავდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და იმ სახელმწიფოთა მთავრობებს, რომელთა მოქალაქეების სიცოცხლეც შეეწირა აღნიშნულ თავდასხმას. საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და გამოვთქვამთ იმედს, რომ აღნიშნულ შემზარავ აქტში დამნაშავეები წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. საქართველო მხარს უჭერს ტუნისის რესპუბლიკის მთავრობის მისწრაფებას დემოკრატიული ფასეულობებისადმი და სჯერა, რომ ტუნისელი ხალხი შესძლებს ყველა დაბრკოლების დაძლევას დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)