|
2016-10-28 14:09:28, 901 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: მმართველობის რეფორმა დემოკრატიის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს
ევროკავშირის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 30 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების გამოყოფის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, აღნიშნული თანხა ქვეყანაში საჯარო მმართველობის რეფორმის განვითარებას მოხმარდება. „მინდა გაცნობოთ, რომ დასრულდა ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 30 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების გამოყოფის თაობაზე. ეს ევროპელი პარტნიორების მხრიდან დიდი მხარდაჭერაა. ევროკავშირი ერთერთი უდიდესი დონორია, რომელიც მრავალ წელია გვეხმარება ქვეყნის დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების საქმეში. მრავალი წარმატებული რეფორმა საქართველოში, სწორედ ევროკავშირის თანადგომის შედეგია. 2011 წლიდან დღემდე, გრანტებისა და ტექნიკური დახმარების სახით, საქართველომ ევროკავშირისგან 450 მილიონ ევროზე მეტი მიიღო. დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმა, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, საქართველოში დემოკრატიის განვითარების, ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისა და ეკონომიკური წინსვლის კუთხით, ძალიან დიდ როლს შეასრულებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერმა ევროკავშირის წარმომადგენლობას და უშუალოდ ელჩ იანოშ ჰერმანს, გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რეფორმების განხორციელება, ევროკავშირთან ურთიერთობებს კიდევ უფრო განამტკიცებს. „მმართველობის რეფორმა გახლავთ მთავრობის მიერ განცხადებული 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ამავე დროს, საჯარო მმართველობის რეფორმა არის ჩვენს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა. საჯარო მმართველობის რეფორმა მიზნად ისახავს ეფექტიანი სახელმწიფო მართვის სისტემის შექმნას, საჯარო სამსახურისა და პოლიტიკას დაგეგმვის სისტემის მოდერნიზებას და ამ სფეროში ევროპული გამოცდილების მიღებას. შევძელით და შევიმუშავეთ ადამიანური რესურსების განვითარების ფარგლებში კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“. რომელიც ძალაში 2017 წლიდან შევა. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა, სწორედ ამ რეფორმების დაფინანსებას მოხმარდება“, განაცხადა პრემიერმა. ევროკავშირის ელჩისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესწრებოდნენ. ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)