|
2016-10-27 17:11:21, 1608 ნახვა
სამართალი
„მსოფლიო სამართლის პროექტის“ ყოველწლიური ინდექსის თანახმად საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიაში ლიდერია
ოქტომბრის შუა რიცხვებში „მსოფლიო სამართლის პროექტმა" (World Justice Project) 2016 წლის კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსი (Rule of Law Index) გამოქვეყნა, რეიტინგი მოიცავს 113 ქვეყანას მათ შორის საქართველოს, რომელიც 0,65 ქულით არის შეფასებული და ის 34-ე ადგილს იკავებს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან (IDFI) აცნობეს. მათი ინფორმაციით, „მსოფლიო სამართლის პროექტის" ყოველწლიური ინდექსის თანახმად საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. "2012 წლიდან დღემდე ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა კანონის უზენაესობის მხრივ. მიუხედავად ამისა უნდა ითქვას, რომ 2016 წელს საქართველომ იგივეშედეგი აჩვენა რაც წინა - 2015 წელს, შესაბამისად საერთო ჯამში არ შეიმჩნევა გაუმჯობესება ბოლო წლის განმავლობაში. კანონის უზენაესობის ინდექსის რვაკომპონენტს შორის ქვეყანაში მნიშვნელოვანი გაუარესება შეიმჩნევა წესრიგისა და უსაფრთხოების მხრივ. 2015 წელთან შედარებით დაბალი შეფასება აქვს საქართველოს ასევე სამოქალაქო მართლმსაჯულების კომპონენტში. მიუხედავად ამისა, 2016 წლის განმავლობაში საქართველოში მცირედით გაუმჯობესდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის მდგომარეობა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი ქვეყანას ღიამმართველობის განვითარების კუთხით აქვს, რის საფუძველზეც შეგვიძია დავასკვნათ, რომ საქართველოს მონაწილეობა ღია მმართველობის პარტნიორობისსაერთაშორისო ინიციატივაში ამ კომპონენტში წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობა ქვეყნის სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების ეტაპებზე. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც გააგრძელებს პროგრესისკენ სწრაფვას და მოცემულ პროცესში უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობასა და მონაწილეობას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს კანონის უზენაესობის სხვა კომპონენტების დინამიურ განვითარებას და უკეთეს მაჩვენებლებს 2017 წლის კანონის უზენაესობის გლობალურ ინდექსში", - აღნიშნულია IDFI-ის განცხადებაში.
სტივენ კინგი - დონალდ ტრამპი - ბევრად უფრო საზარელია, ვიდრე ნებისმიერი მონსტრი, ბოროტმოქმედი თუ სულებით სავსე სასტუმრო
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი - შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
პროკურატურა - თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმება მოითხოვა მისი განმარტებით, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ
პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ობიექტებიდან ჯარისკაცების ნაწილს გაიყვანს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)