|
2016-10-27 15:11:30, 787 ნახვა
სამხედრო
ქართული ოცეული უელსიდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის დაზვერვის ოცეული უელსიდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა. დიდ ბრიტანეთში გამართულ სწავლებაში „Cambrian Patrol 2016“ ქართულმა ოცეულმა მედალი 48 საათის განმავლობაში 61 კილომეტრიანი დისტანციის დაფარვისა და ამ მარშრუტზე 10 სახის სადაზვერვო დავალების შესრულებაში მოიპოვა. ქართველ სამხედროებს ჯილდო მე-6 ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონ პენელმა გადასცა. „Cambrian Patrol“ პირველად 1959 წელს ჩატარდა. სწავლებას საფუძვლად დაედო უელსის ტერიტორიული არმიის სამხედროების მიერ ჩატარებული ერთკვირიანი ტრენინგი. მის მიზანს სადაზვერვო რაზმების ოპერატიული შესაძლებლობების გაზრდა წარმოადგენს. საქართველოს შეიარაღებული ძალებმა „Cambrian Patrol“-ში წელს უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფთან ერთად მონაწილეობა მიიღო ლატვიის, მექსიკის, ნეპალის, კანადის, იტალიის, გერმანიის, პაკისტანის, ავსტრალიის, ჩეხეთის, ახალი ზელანიის, ინდოეთის, ირლანდიის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ბელგიის, ჩილეს, ბრაზილიის, კოსოვოსა და შვეიცარიის 140-მდე საპატრულო ჯგუფმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)