|
2016-10-27 14:18:56, 937 ნახვა
პოლიტიკა
კუკავა: "ოცნება" და "ენმ" ცდილობენ, "პატრიოტთა ალიანსს" 3-4 მანდატი წაართვან
„ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობენ, "პატრიოტთა ალიანსს" 3-4 მანდატი წაართვან, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა წევრმა კახა კუკავამ განაცხადა. როგორც კუკავამ აღნიშნა, გაუნაწილებელი 17 მანდატი 3 პარტიაზე უნდა გადანაწილდეს. „ვინაიდან არის დადგენილი 5% ბარიერი, ვინც 5%- ვერ გადალახავს, იმ პარტიების წილ მანდატებს ეწოდება გაუნაწილებელი მანდატები, რომელზეც კონსტიტუციაშიც და კანონშიც წერია, რომ უნდა განაწილდესბარიერგადალახულ პარტიებზე. ამაზე მარტივი არაფერი არ არის. არჩევნებში მონაწილეობდა 20 პარტია, 17-მა ვერ გადალახა, 3-მა გადალახა, იმ სამზე უნდა განაწილდეს გაუნაწილებელი 17 მანდატი. კოაბიტაცია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, რომელიც ყვავის ყველა სფეროში, ამ სფეროშიც ყვავის”, - განაცხადა კახა კუკავამ. კუკავას ინფორმაციით, “პატრიოტთა ალიანსზე” მანდატები არ გადანაწილდა და გადანაწილდა ორ პარტიაზე. „ვითხოვთ, რომ რაც წერია კონსტიტუციაში, ის შესრულდეს. ამის შედეგად ცდილობენ "პატრიოტთა ალიანსს" წაართვან კიდევ დამატებით 3-4 მანდატი და ეს მანდატები გაიყონ შუაზე „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მე დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სადაც პირველ კურსზე მასწავლეს, თუ კონსტიტუციასა და კანონის ნორმას შორის არსებობს კოლიზეა, მოქმედებს კონსტიტუცია. ბოლონიაშიც, პეკინშიც, ტოკიოს და სან-პაოლოს უნივერსიტეტშიც რომ დაუსვა იგივე შეკითხვა, იგივეს გიპასუხებს იგივეს, რომ მოქმედებს კონსტიტუცია. ჩვენთან საქართველოში ყველაფერი არის უკუღმა და ესეც არის უკუღმა. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური მოტივი, არავის არ აწყობს მესამე ძალა", - განაცხადა კახა კუკავამ. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს უნდათ, რომ ქვეყანას თავზე მოახვიონ ორპარტიული სისტემა. "ყველა სხვა პოლიტიკური ძალა დატოვეს პარლამენტს მიღმა, ერთი პატრიოტთა ალიანსი სასწაულებრივად მოხვდა პარლამენტში და ახლა ცდილობენ, როგორმე დაწურონ, დაჭყლიტონ, დაპრესონ და მოაქციონ ისეთ დღეში, რომ მათი ყოფნა პარლამენტში არ იყოს შესამჩნევი“, - განაცხადა კახა კუკავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)