16:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 10:48:21, 298 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: აღმაშფოთებელია, რომ ეს მოძალადეები დღეს კიდევ აქტიურობენ და სამეგრელოში გაუგებარი ადამიანები ჩაყავთ

"აღმაშფოთებელია, რომ ეს მოძალადეები დღეს კიდევ აქტიურობენ და სამეგრელოს  რეგიონში ვიღაც გაუგებარი ადამიანები, კრიმინალები ჩაყავთ",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, სამეგრელოს რეგიონში ბოლო დღეებში  განვითარებული მოვლენები უნდა გამოიძიონ, თუმცა ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ იქ მიზანმიმართული  პროვოკაცია განხორციელდა.

"რაც მოხდა ზუგდიდში მე როგორც ვიცი მიმდინარეობს გამოძიება. იყო სამშვიდობო  საპროტესტო აქცია "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან აფილირებული ორგანიზაციის ოფისის წინ.მოხდა მიზანმიმართული პროვოცირება.  ხელკეტები დაუშინეს  აივნებიდან,  ქვები და ამის შემდეგ რა თქმა უნდა,  ბუნებრივია რეაქცია იყო ცუდი,  ნეგატიური, მაგრამ  ამ ხალხს აქვს ღირსება და თავმოყვარეობა.  საზოგადოებამ 9 წელი აიტანა ის ძალადიბა და ის საშინელი  რეჟიმი,  რომელიც საქართველოში იყო გამეფებული და ჩვენ არ ვაპირებთ,  რომ დავუშვათ  კიდევ ძალადობა და  მითუმეტეს სამეგრელოს რეგიონში,  სადაც  პირდაპირი მნიშვნელობით საზოგადოება აღშფოთებულია, რადგან წლების განმავლობაში მათ  საკუთარ თავზე,  საკუთარ ოჯახის წევრებზე ის ძალადობა და ის საშინელი რეჟიმი გამოსცადეს, რომელიც გამეფებული იყო. კარგად მოგეხსენებთ ეს ფაქტები. ვგულისხმობ  სამეგრელოს ფაქტებს, რამდენად დამამცირებლად და სასტიკად ექცეოდნენ საკუთარ მოქალაქეებს. აწამებდნენ და პირდაპირი მნიშვნელობით ხოცავდნენ. რამდენი ფაქტი გამოვიძიეთ, თუ  როგორ კლავდნენ ადამიანებს..
ეს არის აღმაშფოთებელი, რომ ეს მოძალადეები დღეს კიდევ აქტიურობენ, სამეგრელოს რეგიონში ჩაყავთ ვიღაც გაუგებარი ადამიანები,  კრიმინალები და მათი წარსული ყველამ კარგად იცის, ასე რომ ეს იყო  პირდაპირი პროვოკაცია.მას არ სჭირდება ზედმეტი დრამატიზება და მითუმეტეს გამოძიების, რა თქმა უნდა,  ეს უნდა გამოიძიოს თქვენმა სამინისტრომ, რომ კარგად გაერკვეს,  თუ ვინ არის დამნაშავე, მაგრამ  ერთი შეხედვი  ჩანს, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია. ფოთის შემთხვევაში მიზანმიმართულად მიიყვანეს თავისუფალი ზონის წევრები და შემდეგ ქალაქ ზუგდიდში ხელკეტები დაუშინეს მშვიდობიან აქციას.ეს არი იყო ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახითვ წახალისებული",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ჩვენ არ უნდა დავუშვათ საქართველოში რაიმე სახის აჟიოტაჟი. მინდა ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდო. სახელმწიფომ აქციების მშვიდობიანი ჩატარების უფლება უნდა უზრუნველყოს და ჩვენ ამას გავაკეთებთ. მე ვნახე თქვენი განცხადება და მომეწონა (ვახტანგ გომელაურს მიმართა)",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics