|
2016-10-25 12:35:52, 1099 ნახვა
პოლიტიკა
ვალერი გელაშვილი და სოზარ სუბარი ხაშურში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ხაშურში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ვალერი გელაშვილი და სოზარ სუბარი დევნილთა პრობლემებს ადგილზე გაეცნენ. ამასთან, მინისტრმა დევნილებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ხაშურს მაჟორიტარი დეპუტატობის ღირსეული კანდიდატი ჰყავს. „ვალერი გელაშვილი იბრძვის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. მოვუწოდებ ხაშურის რაიონში მცხოვრებ თითოეულ ამომრჩეველს, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის შენებას და 30 ოქტომბერს გააკეთონ სწორი არჩევანი- შემოხაზონ 41. ხელისუფლება გააგრძელებს დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეფექტიან პოლიტიკას. 2020 წლისთვის ჩვენ ვიცხოვრებთ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში , სადაც მოსახლეობის პრობლემები მინიმუმადე იქნება დაყვანილი”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)