15:02 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 17:11:51, 396 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებულ „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. „ხელშეკრულებას“ გმობს. 

ამის შესახებ საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

„რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან გაფორმებულ ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების" კვალდაკვალ, 2015 წლის 18 მარტს, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელი მოეწერა ე.წ. „ხელშეკრულებას მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“. რუსეთის ეს ქმედება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლით დადგენილ  წესრიგს და ძირს უთხრის გაეროს ქარტიითა და ჰელსინკის აქტით დადგენილ ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა, საზღვრების ურღვევობა, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ე.წ. „ხელშეკრულების“ ხელმოწერას, რომელიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და, აფხაზეთის რეგიონის მსგავსად, წარმოადგენს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივ ანექსიას. დოკუმენტი ითვალისწინებს ცხინვალის რეგიონის სრულ ინტეგრაციას რუსეთის სოციალურ, ეკონომიკურ, ადმინისტრაციულ და - განსაკუთრებით - სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

როგორც სამინისტროში აცხადებენ  ე.წ. „ხელშეკრულება" უხეშად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით რუსეთის მიერ 2008 წელს აღებულ ვალდებულებებს.

„დოკუმენტის გაფორმება და შემდგომი იმპლემენტაცია კიდევ უფრო დაამძიმებს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას და უარყოფითად აისახება საქართველოსა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. აღნიშნული განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ ფონზე, როცა ოკუპირებულ რეგიონებში არ არსებობს საერთაშორისო მექანიზმები და რუსეთი უარს აცხადებს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე.  

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამგვარი ქმედებები წარმოადგენს 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიისა და 2008 წლის შემდგომ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პროცესის გაგრძელებას. საქართველოს მიმართ ამგვარი პოლიტიკა, რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან ერთად ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია არ ეგუება სუვერენული სახელმწიფოების არჩევანს და ცდილობს რეგიონში გავლენის სფეროების აღდგენას, მათ შორის სამხედრო ძალის, ოკუპაციის, ანექსიისა და სხვა დესტრუქციული მეთოდების გამოყენებით“, – ნათქვამია განცხადებაში.  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცეს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებას და გადადგას ქმედითი ნაბიჯები რუსეთის პოლიტიკის აღსაკვეთად, მათ შორის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის გზით. 

„საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის“, – აცხადებენ სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics