|
2016-10-24 15:30:27, 667 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: დავით რაქვიაშვილს აქვს სერიოზული გამოცდილება როგორც აშშ-სთან, ისე რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით
დავით რაქვიაშვილს აქვს სერიოზული გამოცდილება, როგორც შეერთებულ შტატებთან, ისე რუსულ მხარესთან ურთიერთობის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს ახალი მდივნის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, რაქვიაშვილი აღნიშნული თანამდებობისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კადრია. "მინდა საზოგადოებას წარვუდგინო უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი ბატონი დავით რაქვიაშვილი. ბატონი დავითი ამ თანამდებობისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კადრია. მას აქვს სერიოზული გამოცდილება. ის იყო რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, მონაწილეობდა ჟენევის მოლაპარაკებებში, ინციდენტის პრევენციის მექანიზმში და გამომდინარე აქედან აქვს სერიოზული გამოცდილება, როგორც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ასევე რუსულ მხარესთან ურთიერთობის სერიოზული გამოცდილებაც აქვს. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში ის იყო ელჩის მოადგილე და ამ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მე და ბატონი დავითი ფაქტიურად ერთად ვქმნიდით საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. ის იყო გამგეობის წევრი და ამ თვალსაზრისით სერიოზული გამოცდილება გააჩნია. პიროვნულ კონტექსტში გეტყვით, რომ არის ჩემი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ალპინისტი. ვისაც მთაში უვლია კარგად იცნობს ბატონ დავითს. ეს სერიოზული პიროვნული მაჩვენებელია, რაც საჭირო არის იმისთვის, რომ უშიშროების საბჭოში იმუშავოს და ემსახუროს ქვეყნის გაძლიერებასა და თავდაცვისუნარიანობას. ბატონი დავითი ასევე, მუშაობდა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარების და დაფუძნების პროცესში. ახლო ურთიერთობის 30 წლიანი გამოცდილება გვაქვს", - განაცხადა მარგველაშვილმა. ცნობისთვის, უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს ირინე იმერლიშვილი იკავდება, თუმცა მას შემდეგ, რაც იგი პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა, საბჭოს მდივნის პოსტი ვაკანტური იყო. აღნიშნულ თანამდებობაზე პრეზიდენტმა დღეს დავით რაქვიაშვილი დანიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)