10:34 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 16:21:58, 653 ნახვა

პოლიტიკა
არასამთავრობოები: ზუგდიდში 79-ე უბანზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა დაფიქსირდა

ზუგდიდის სამ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცედურები უმეტესწილად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, რაზედაც ვითხოვთ დაუყოვნებელ და მკაცრ რეაგირებას, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული.

მათი ინფორმაციით, საკმაოდ მძიმე დარღვევა დაფიქსირდა სოფ. ჯიხაშკარის 79-ე უბანზე, სადაც ერთ-ერთი დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელმა რამდენჯერმე შეიხედა ხმის მიცემის კაბინაში, როდესაც შიგნით ამომრჩეველი იმყოფებოდა. ერთ-ერთი შეხედვის შემდეგ კი სხვა პირს თვალი ჩაუკრა და თქვა "ის შემოხაზა, ვინც ვუთხარით".

„აღნიშნული ქმედება, ერთის მხრივ, ხმის მიცემის ფარულობას არღვევს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია, ხოლო, მეორეს მხრივ, მიუთითებს, რომ შესაძლებელია ამომრჩევლის ნების გამოხატვაზე ზეგავლენასაც ჰქონდა ადგილი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. აღნიშნული ძალიან სერიოზული საარჩევნო გადაცდომაა და აუცილებელია დაუყოვნებელი და მკაცრი რეაგირება მოხდეს.

ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ზემოთ მითითებული დამკვირვებელმა ცესკოს წარმომადგენლის მიერ შენიშვნის გამოთქმის შემდეგ დატოვა საარჩევნო უბანი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დარღვევა აღმოიფხვრა. აუცილებელია, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირება (თუმცა, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად ადგილზე მყოფმა პოლიციის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს რეაგირებაზე). ხმის მიცემის ფარულობის თუნდაც ერთჯერადად დარღვევა საკმარისია ამ დანაშაულის ჩამდენის პასუხისგებაში მისაცემად.

ჩვენ მივმართვავთ ზუგდიდის საოლქო პროკურატურას ფაქტის გამოძიების და შესაბამისი პირის/პირების პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით.

საარჩევნო უბნებზე არ ფიქსირდება სხვა მნიშვნელოვანი ხარვეზები და უმეტესწილად მცირე ხარისხის ტექნიკურ გადაცდმოებს აქვს ადგილი, რაც კვლავ მიუთითებს კომისიის წევრების კვალიფიკაციის პრობლემაზე.

აუცილებელია, განმეორებითი კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში გაგრძელდეს, ყველა ჩართულმა მხარემ დაიცვას კანონით დაწესებული მოთხოვნები და თავი აარიდოს ამომრჩეველზე ზეგავლენის მოთხოვნას ან ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციების „საუნჯე", „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)", „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ" და „ჰელფინგ ჰენდის" მიერ პროექტის „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია" ფარგლებში.  პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის" მხარდაჭერით. განცახდების შინაარსი შეიძლება არ ემთხვეოდეს „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის" მოსაზრებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics