|
2016-10-22 15:38:43, 859 ნახვა
პოლიტიკა
”მრავალეროვანი საქართველოს” ინფორმაციით, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე პროცედურული დარღვევები გამოვლინდა
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ #36 მარნეულის საარჩევნო ოლქის #48 საარჩევნო უბანზე საპარლამენტო არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის პროცესს აკვირდება. ორგანიზაციის ინფორმაციით, კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესში „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლის მიერ მარნეულის #36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 48-ე საარჩევნო უბანზე გამოვლენილი იქნა შემდეგი ხასიათის პროცედურული დარღვევა: კომისიის თავმჯდომარემ ჩაატარა ფუნქციების გადასანაწილებელი წილისყრა, რომლის ჩატარებაც მოუწია 3 ჯერ, რაც განპირობებული იყო იმით, რომ უბნის გახსნისას პირველ რიგში ჩანაწერთა წიგნში არ მოხდა უფლებამოსლი პირების, მათშორის კომისიის წერვრების რეგისტრაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 08:05 საათისთვის მიმდინარეობდა ჩანაწერთა წიგნში უფლებამოსილ პირთა რეგისტრაცია, რის გამოც სარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი დაიწყო 8:15 საათზე . 12 საათისთვის დაფიქსირდა 306 ამომრჩეველი. სერიოზული დარღვევა, რომელიც გავლენას მოახდენს შედეგებზე, ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა. „განმეორებითი არჩევნების სამონიგორინგო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით „მრავალეროვანი საქართველოს“ ცენტრალური ოფისი მუდმივ რეჟიმში იღებს ინფორმაციას საარჩევნო უბანზე მივლინებული მოკლევადიანი დამკვირვებლისაგან. გარდა აღნიშნულისა, ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზი, რითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და სადამკვირვებლო პროგრამას მიაწოდოს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია. სადამკვირვებლო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს ორგანიზაციის იურისტი. “მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტიანად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს, მათ შორის, აჭარასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში“, - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)